ნავმისადგომამდე ტვირთის მიწოდების დრო 4-ჯერ შემცირდება - „ტრანსფორდის“ დირექტორი

ნავმისადგომამდე ტვირთის მიწოდების დრო 4-ჯერ შემცირდება - „ტრანსფორდის“ დირექტორი

access_time2022-07-28 18:00:20

საქართველოდან საზღვაო გზით გასატანი, შესაბამისი წესით დეკლარირებული საქონლის საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში გადაზიდვის ვადა 12 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადასაზიდი ტვირთის აღრიცხვა ხორციელდება გამარტივებული წესით და არ საჭიროებს დალუქვას საბაჟო საწყობიდან ნავსადგურში ტრანსპორტირების პროცესში.


„ტრანსფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ მაზიაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილება ნავმისადგომზე ტვირთის მიწოდების დროს დაახლოებით 3/4-ჯერ შეამცირებს.


„არსებული კანონით, საბაჟო საწყობებს პორტამდე გადაზიდვისათვის სჭირდებოდათ ტენტიანი ტიპის მანქანები, რაც დამატებით ხარჯს და დროს მოითხოვდა ასეთი ტიპის მანქანების სიმცირიდან გამომდინარე, დრო ასევე იკარგებოდა უშუალოდ გადაზიდვის პროცესში (დალუქვის პროცესი), ცვლილების შემდეგ კი შესაძლებელია, რომ ოთხჯერ შემცირდეს ნავმისადგომამდე ტვირთის მიწოდების დრო, რაც ნიშნავს მეტ გადამუშავებულ ტვირთს ქვეყნისათვის.



ჩვენს ბიზნესში დრო არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან ნებისმიერი მოცდენა იწვევს გადაზიდვის ჯაჭვის ჩამოშლას, აღნიშნული კი დაკავშირებულია ჯარიმებთან და სხვა გაუთვალისწინებელ ხარჯებთან. გარდა ხარჯისა, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს საწყობიდან ტვირთის გატანა, ახალის მისაღებად. მიღებული კანონი ფაქტიურად რამდენჯერმე ამცირებს გადამუშავების დროს, ხარჯს და მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, რაც დამატებით მიღებულ შემოსავალს ნიშნავს. დამატებით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონი მოგვცემს სერვისის დახვეწის შესაძლებლობას და ქვეყნის როგორც მიმზიდველი კორიდორის წარმოჩენაში დაგვეხმარება, რაც საერთაშორისო პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ერთგვარი გარანტი იქნება“, - აღნიშნავს ვასილ მაზიაშვილი.


შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეამცირებს გემების მოცდენის, ასევე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებული სატვირთო და ლოგისტიკური ოპერაციებისათვის საჭირო დროს. ამასთან, გაიზრდება ქვეყნის, როგორც სატრანზიტო დერეფნის პოტენციალი და შესაძლებელი იქნება იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც განპირობებულია გაზრდილი ტვირთბრუნვით.

თეგები:
ტრანსფორდი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up