ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა - საწვავის გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

ნავთობის ფასი 8 წლიან მაქსიმუმზეა - საწვავის გაძვირება საქართველოშიც გარდაუვალია

access_time2022-01-31 12:30:11

ნავთობის ფასი ზრდას შეუჩერებლად განაგრძობს. ორშაბათს 31 იანვარს Brent-ს მარკის ნავთობის მარტის ფიუჩერსულმა ფასმა $91-ს, WTI-ს ღირებულებამ კი $87-ს გადააჭარბა. 2014 წლის შემდეგ პირველად შავი ოქროს ფასი შესაძლოა ისევ სამნიშნა მაჩვენებლით განისაზღვროს, რაც საქართველოში საწვავის საცალო ფასზე აუცილებლად აისახება.

 

ნავთობის გაიაფება სწორედ 2014 წელს დაიწყო და ივნისში მაშინ როცა ბარელი ჯერ კიდევ $110 ღირდა, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.77 იყო. დღეს კურსი 3.05-ს შეადგენს. საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება, რომელიც თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა მიბმული. ლარში გადაყვანით 2014 წლის ივნისში ბარელი ნავთობი 195 ლარი ღირდა, დღეს ფასი 277 ლარამდეა გაზრდილი და რომ არა ლარის ბოლო დროინდელი გამყარება ფასი 300 ლარს გადააჭარბებდა.

 

საერთაშორისო ღირებულების გარდა საცალო ქსელში ფასის ცვლილებას აქციზის საფასურიც იწვევს. 2014 წელს  1 ტონა (1300 ლიტრი) გადამუშავებული ბენზინის აქციზის საფასური 250 ლარს შეადგენდა, დღეს 500 ლარია, დიზელის აქციზის ფასიც 2017 წელს შესაბამისად ტონაზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა. 2014 წლის ივნისში 1 ლიტრი პრემიუმის ფასი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალოდ 2.25 ღირდა, დღეს კი 3.20 ღირს.

 

საწვავზე ფასის მატება მხოლოდ მგზავრობას არ აძვირებს. ტრანსპორტირების ღირებულებაში საწვავის წილი საკმაოდ მაღალია და მისი ფასის ზრდა ინფლაციაზე უარყოფითად მოქმედებს. გასულ წელს ორნიშნა ინფლაციის უმთავრესი მიზეზი ენერგომატარებლებზე, მათ შორის საწვავზე ფასის მკვეთრი ზრდა გახდა.

 


დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომერსანტი ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით მხოლოდ ბოლო 1 თვეში პლატსზე ბენზინის ფასი 13%-ით ტონაზე $849-მდე, ხოლო დიზელზე 15%-ით ტონაზე $775-მდე გაიზარდა. მიზეზი რის გამოც ფასების ზრდა ქართულ საცალო ბაზარზე ჯერ არ ასახულა ლარის შედარებითი გამყარება და იანვრის პერიოდია, როდესაც მოთხოვნა ყველაფერზე, მათ შორის საწვავზეც კლებულობს.

 

მთვრალაშვილის თქმით ფასების კორექტირება 3-5 თეთრიანი ბიჯებით მოხდება, თუმცა ზუსტად როდიდან დაიწყება მატება და რა მოცულობით გაიზრდება ფასი უცნობია. რაც შეეხება საერთაშორისო ვითარებას ოპეკ + ქვეყნების შეხვედრა 2 თებერვალს გაიმართება სადაც გადაწყდება გაზრდიან თუ არა დღიურ მოპოვებას 400 ათასი ბარელით.

 

ფასებზე პოლიტიკური გარემოც მოქმედებს და რუსეთ-უკრაინის უკიდურესად დაძაბული მდგომარეობა ფასებს დამატებით ზრდისკენ უბიძგებს.

 

საქართველოში უკვე დიდი ხანია აქციზის ფასის გაუქმებას, ან როგორც მინიმუმ განახევრებას ითხოვენ. აქციზის გაუქმება ბენზინის ფასის 38 თეთრით, ხოლო დიზელის ფასის 31 თეთრით გაიაფებას გამოიწვევდა, განახევრება შესაბამისად 19 და 15 თეთრიან კლებას.

 

აქციზის უცვლელად დატოვების კონტრარგუმენტი საბიუჯეტო შემოსულობებია. 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტმა ბენზინზე დაწესებული აქციზის გადასახადით 293.5 მლნ, დიზელის იმპორტიდან 226.8 მლნ ლარი, ჯამურად კი 518.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

 

საცალო ფასები საქართველოში პლატსზე დაფიქსირებული ზრდის ნახევრითაც რომ გაიზარდოს ეს 20-22 თეთრიანი მატება იქნება.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up