ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გამო შემოღებული ლოქდაუნის შემდეგ ბაზარზე გაჩნდა მოლოდინი, რომ ნედლ ნავთობზე შესაძლოა მოთხოვნა შემცირდეს. ხუთშაბათს, 17 მარტს, ნავთობის საორიენტაციო ფასი დაეცა და მისი ღირებულება ბარელზე $100-ის ფარგლებში მერყეობს, ეს 1–ლი მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე, თბილისის დროით 12:50 საათისთვის, $101,93–ს შეადგენს, რაც 25 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ამავე დროისთვის $98,81–ზე ფიქსირდება.