ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას

access_time2022-06-15 23:00:02

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს.


ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც არ მცირდება. პირიქით, საერთაშორისო ბირჟებზე „ბრენტის“ ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულზეა, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია.


არსებულ ვითარებაზე მეტად უფრო დრამატულია მომავლის მოლოდინი. არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ახლოსაც არ არის მაქსიმალურ ნიშნულთან და, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, მოსალოდნელია, მისი ღირებულება „არნახული“ ტემპით გაიზარდოს.


„ამჟამინდელი მოთხოვნის გათვალისწინებით, ფასების მაქსიმალურ ნიშნულთან ახლოსაც არ ვართ, რადგან ჩინეთი ჯერაც არ დაბრუნებულა“, - განაცხადა ალ მაზროუმ და დასძინა, რომ ოპეკის მიერ რუსეთის სრულად ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან, საუდის არაბეთისა და საემიროების გარდა, დამატებითი საწარმოო შესაძლებლობები არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მის გასაზრდელად კი სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსხვილი ინვესტიციები და, რაც მთავარია, გარკვეული პერიოდია საჭირო.


ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის შეხვედრებზე არაერთხელ გახდა განხილვის მთავარი საგანი. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ნედლი ნავთობის მოსაპოვებლად მხოლოდ ბუნებრივი რეზერვები არ არის საკმარისი და ამისათვის აუცილებელია ძვირად ღირებული ჭაბურღილებისა და გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობა, რისი საშუალებაც, ევროკავშირის დახმარების გარეშე, ოპეკის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ.



ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 648 000 ბარელით გაიზრდება, რაც თითქმის 200 000 ბარელით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

 

მიუხედავად ამისა, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული არის უმნიშვნელო მატება, რაც რეალურად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს.


„ვითარების მთელი სიმძიმე და სირთულე განპირობებულია იქიდან, რომ, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაცია, ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ნავთობის ექსპორტიორია, მიმდინარე ეტაპზე, ევროკავშირის მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციების ქვეშ მოექცა.


რუსეთი ომის დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ არის მოქცეული მსოფლიო თანამაგობრობის მხრიდან. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ, უარი თქვა მათი ნავთობის იმპორტზე, ასევე დიდი ბრიტანეთი წლის ბოლომდე შეზღუდავს და საერთოდ გაანულებს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტს. სანქციებს აქვს ცალკეული სახეც, ძალიან ბევრი კომპანია უარს აცხადებს რუსეთთან ვაჭრობაზე და ეს ფაქტორიც უარყოფით გავლენას ახდენს უშუალოდ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.


მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდებას შორის საკმაო დისბალანსია. „ოპეკი პლუსმა“ წარმოება გაზარდა, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო ზრდა, ანუ რეალურად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს. საგულისხმოა, რომ ჩინეთში ელოდებიან ეკონომიკის ზრდას და ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. იგი არის მსოფლიოში ნომერი მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ასევე, ნავთობის მეორე მომხმარებელი”, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up