საქსტატის მონაცემებით, ივლისში საქართველოში $141.8 მლნ-ის 118.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც ფულად გამოსახულებაში 82.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (2021ივლისი $77.8 მლნ-ის 116.6 ათასი ტ).
ივლისში ნავთობის იმპორტი, ქვეყნის მთლიანი იმპორტის 12.7%-ია
იმპორტირებული ნავთობის და ნავთობპროდუქტების ღირებულება 79.1%-ით არის გაზრდილი. თუ შარშან 1 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $670 ღირდა, წელს მისი ფასი $1200-მდეა.
ივლისის ნავთობის იმპორტში ტოპ პარტნიორი ქვეყნებია:
1. რუსეთი - $70 მლნ-ის 63.8 ათასი ტ.
2. რუმინეთი - $32.7 მლნ-ის 25.4 ათასი ტ.
3. თურქმენეთი - $20.1მლნ-ს 16.2 ათასი ტ.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებში ივლისში ბენზინის ფასი 27.7%-ით, ხოლო დიზელის ფასი 61%-ით არის გაზრდილი(Y.Y).