ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი: რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა

access_time2022-03-11 15:00:00

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, „ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ნავთობის ფასი რეკორდულად იზრდება“.



„ცნობისათვის, წლის დასაწყისში ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სასაქონლო ბირჟაზე შეადგენდა 80 დოლარს/ბარელზე.


აღნიშნული ფასი გამომდინარეობდა იქიდან, რომ მსოფლიოში პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესი იწვევდა ნავთობზე მოთხოვნილების ზრდას, რომლის პარალელურადაც „ოპეკი +“ ფაქტიურად არ ზრდიდა წარმოებას, რაც განაპირობებდა ნავთობზე მოთხოვნილება-მიწოდებას შორის მნიშვნელოვან დისბალანსს. ამას შემდგომ პერიოდში დაემატა გამწვავებული ურთიერთობა რუსეთ-უკრაინას შორის, რამაც ნავთობის ფასი საომარი მოქმედებების დაწყებამდე (მ/წლის 24 თებერვალი) გაზარდა 99 დოლარამდე/ბარელზე. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ნავთობის ფასმა ნახტომისებური მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო და ფასმა 140 დოლარიან ნიშნულსაც კი გადააჭარბა.



ბოლო დღეების უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო აშშ-ის მიერ რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე (670 ათასი ბარელი/დღეში) უარის თქმა, რამაც სანავთობო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად დაძაბა. მსოფლიოში რუსული ნავთობის ჩანაცვლების სხვადასხვა ალტერნატიული ვარიანტები განიხილება. მათ შორის, მოლაპარაკებების შედეგად ირანისა და ვენესუელასათვის ნავთობის ექსპორტზე სანქციების მოხსნა. საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ უკვე განაცხადა, რომ თავისი წევრი ქვეყნების სტრატეგიული მარაგებიდან 60 მლნ ბარელ ნავთობს მიაწოდებს ბაზრებს და ეს მოცულობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საჭიროების შემთხვევაში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნა მცირდება, რაზეც უდიდესი გავლენა აქვს ევრო კავშირის წევრი ქვეყნების შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი არ თქვან რუსულ ნავთობზე და მათ შორის ის, რომ საუდის არაბეთმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობის წარმოება.




დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენს 109.33 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 106.02 დოლარს/ბარელზე.



ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. თუმცა მისი მასშტაბები ბოლო 2 დღეა ნავთობის ფასის კლებიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად შემცირდა (მაგალითისათვის, ბოლო 2 დღეში საერთაშორისო ფასები დიზელის საწვავზე შემცირდა დაახლოებით 350 დოლარით/ტონაზე). კერძოდ, ბენზინის ფასი 1 თებერვლიდან დღემდე გაზრდილია 204.25 დოლარით/ტონაზე ანუ 24%-ით 1056.75 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 256.75 დოლარით/ტონაზე ანუ 32.8%-ით 1040 დოლარამდე/ტონაზე.



ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო დღეების განმავლობაში მოხდა ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება 30 ერთეულით. კერძოდ, 24 თებერვალს ის შეადგენდა 3,0162 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 3,3189 ერთეულს.



შესაბამისად, საერთაშორისო ფასის მატება და ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში განაპირობებს ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას.



მსგავსი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით იყო 2008 წლის მაისის თვეში. თუმცა იმ პერიოდთან შედარებით დღეს არსებული მაღალი ფასი საწვავზე განპირობებულია პირველ რიგში ლარის გაცვლითი კურსის სხვაობით (კერძოდ, 2008 წლის მაისის თვეში ის შეადგენდა საშუალოდ 1,45 ერთეულს) და ასევე საწვავზე გაორმაგებული აქციზის გადასახადით.



რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up