როგორ შევაკავოთ ინფლაცია - ეკონომისტის რჩევა მთავრობას

როგორ შევაკავოთ ინფლაცია - ეკონომისტის რჩევა მთავრობას

access_time2022-11-04 13:00:33

ეკონომისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ გარე ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაციის შესამცირებლად სებ-თან ტანდემში ფისკალური სფეროც უნდა იყოს ჩართული. მისი აზრით, ინფლაციის დასარეგულირებლად ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის დროებითი შემცირებაც უნდა დაიგეგმოს.


„და მთავრობაც უნდა ზრუნავდეს ამ მიმართულებით. რაც გულისხმობს პირველ რიგში ტრანსფერების და სოციალური პროგრამების ზომიერ ხარჯვას და შესაბამისად ხარჯების ზრდისგან თავის შეკავებას. ასევე ინფლაციაზე მოახდენდა უარყოფით გავლენას, ჩემი აზრით, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის თუნდაც დროებით შემცირება. იმიტომ რომ ტრანსპორტირება და ლოგისტიკა არის ის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი რომელიც გავლენას ახდენს ყველა სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების ფასებზე. სატრანსპორტო ლოგისტიკა კი მთელს მსოფლიოში საკმაოდ გაძვირებულია, მათ შორის საქართველოში“, - აცხადებს აკაკი ცომაია.


როგორც ეკონომისტმა BM TV-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა, აქვს მოლოდინები, რომ ინფლაცია ზრდას შეაჩერებს.


„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ ინფლაცია მიდის შემცირებისკენ. თუმცა მეც მაქვს მოლოდინი, რომ მოვიდა ის დრო, რომ ზრდის ტემპმა უნდა დაიწყოს შემცირება. ამ აზრს მიმყარებს ის გარემოება, რომ საგარეო მოთხოვნის ზრდა აღარ შეინიშნება საქართველოში, ისე როგორც ეს იყო თვეების წინ. მსოფლიოს სასაქონლო ბაზარზეც აღარ არის ისეთი ფასების მატება, როგორც ეს რამდენიმე თვის უკან იყო. აქედან გამომდინარე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ვფიქრობ, რომ დაკრედიტების ოდენობა დაიწყებს კლებას. ინფლაციის ზრდაც უნდა შემცირდეს“, განმარტავს ეკონომისტი.


ცომაიას თქმით, ლარის კურსი ცხადია ხელს უწყობს იმას, რომ ფასების დონე არ გაიქცეს ზევით, მით უმეტეს, რომ მოსალოდნელია საგარეო მოთხოვნის ზრდის შემცირდება.



„თუმცა რთული საპროგნოზოა, თუ როგორი იქნება ლარის კურსი მომავალში. როდესაც საქმე ეხება ინფლაციას აქ მაინც უნდა გამოვიდეთ მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებიდან გამომდინარე. შესაბამისად თუ მოთხოვნის ზრდის შენელება ცხადია, რომ ეს რაღაც პერიოდში ფასების დონეზეც აისახება“, განაცხადა ცომაიამ.




აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.3 პროცენტით განისაზღვრა.
სებ-ის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საქართველოში ინფლაცია კლებას 2023 წლის თებერვლიდან არის მოსალოდნელი.


როგორც კობა გვენეტაძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, მოლოდინია, რომ იანვრის ჩათვლით ინფლაცია არსებულ დონეზე, ანუ ორნიშნა შენარჩუნდება.


„კლება თებერვლიდან უნდა იყოს. ამის წინაპირობები და განმაპირობებელი ფაქტორები არის ის, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული ნარჩუნდება, ამავე დროს, მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები.


ვხედავთ, რომ მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ინდექსების კლებაა და ეს აუცილებლად უნდა აისახოს საქართველოში. პარალელურად, მყარია ლარის გაცვლითი კურსი, რომელსაც თავისი პირობები აქვს. მოგეხსენებათ, ტურიზმის აღდგენა საკმაოდ სწრაფად მოხდა, ამავე დროს, მიგრანტების შემოსვლამაც გავლენა იქონია. ვფიქრობ, ეს გარემოებები განაპირობებს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, თებერვლიდან დაიწყება ინფლაციის შესამჩნევი შემცირება და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება წლის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



ინფლაციაზე ხელფასების ნომინალური ზრდის გავლენასთან დაკავშირებით, სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების გაანალიზებისას, ყურადღება ექცევა ხელფასებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციასაც.


„როდესაც ვაანალიზებთ ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვაქცევთ და ჩვენ ანალიზში ვრთავთ ხელმისაწვდომ ინფორმაციას ხელფასებთან დაკავშირებითაც, რადგან, გარკვეულწილად ესეც მოთხოვნის ნაწილია. ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, თუ ინფლაცია მოლოდინებში გადაიზარდა, ნიშნავს, რომ შეიძლება შექმნას ინფლაციის და ხელფასების გაზრდის სპირალი, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up