ნახევარფაბრიკატების ბრენდი „რერა“ ივლისში წარმოებას აფართოებს

ნახევარფაბრიკატების ბრენდი „რერა“ ივლისში წარმოებას აფართოებს

access_time2020-07-02 19:00:39

ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი ბრენდი „რერა“ ახალ საწარმოს ივლისში გახსნის. როგორც კომპანიის  გაყიდვების მენეჯერი ნიკა ლომიძე განმარტავს, ბაზარზე არსებული  დიდი მოთხოვნის გამო, აუცილებელი გახდა წარმოების გაფართოება.  „რერა“ ესაა ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია G&A- ს ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხს მიეკუთვნება. ახალი საწარმოს გახსნის შემდგომ კომპანია 350-400 ტონამდე ნახევარფაბრიკატების წარმოებას შეძლებს.


„გაფართოების იდეა წამოვიდა იქიდან, რომ პანდემიამდე ჩვენმა გაყიდვებმა გაასწრო  წარმოების შესაძლებლობებს. დაახლოებით 90-იდან 100 ტონამდე ნახევარფაბრიკატებს ვაწარმოებდით და რეალიზაციას ვახდენდით, შემდეგ დადგა საჭიროება წარმოების გაზრდის. ამიტომ, ავაშენეთ ახალი საწარმო, სადაც მასშტაბი არის დაახლოებით 350-დან 400 ტონამდე.  1 მილიონის ღირებულების ადგილობრივ პროდუქტს ვყიდულობდით წარმოებისთვის, ეს მაჩვენებელიც  გაიზრდება.  ახალი საწარმოს მშენებლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დავხარჯეთ. საწარმო ივნისში უნდა გახსნილიყო, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პროცესები გაიწელა. ივლისში ქარხანას გავხსნით, რადგან  ყველა დანადგარი მიღებული და დამონტაჟებულია,“ - განმარტა ნიკა ლომიძემ.


როგორც ლომიძე აღნიშნავს,  პანდემიის დროს კომპანიამ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი ბრენდი  „შინდა“-ს დამატება, რომელიც გაყინული ხორცპროდუქტების დაფასოებული ვარიაციაა და გათვლილია დაბალფასიან სეგმენტზე.

 

„პანდემიის დროს წარმოება არ გაგვიჩერებია, შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. იყო პერიოდი, როდესაც დისტანციურ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა და იყო პერიოდი, როცა საჭირო რაოდენობის შეკვეთები არ მოდიოდა. თუმცა, ყველა თანამშრომელი იღებდა სრულ ანაზღაურებას.



„შინდა“ ეს ახალი ბრენდია და კრიზისის ფონზე გაჩნდა მისის შექმნის იდეა. გვინდოდა, რომ მომხმარებლისთვის, ვისაც  არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იყიდოს  პრემიუმ ხაზი,  შეგვეთავაზებინა დაბალფასიანი პროდუქტი,“ - აღნიშნავს „რერა“-ს გაყიდვების მენეჯერი.

 

კომპანია G&A Group საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სამაცივრე საწყობების გაქირავება და ლოჯისტიკური მომსახურება; საოფისე ფართების გაქირავება; გაყინული ნახევარფაბრიკატების, ხორცპროდუქტებისა და თევზეულის წარმოება და დისტრიბუცია. კომპანიაში გაერთიანებულია სამი ბრენდი - „რერა“ (ნახევარფაბრიკატების პრემიუმ ხარისხის ბრენდი რომელიც მზადდება გაყინული ხორცპროდუქტებით) , „შინდა“(ნახევარფაბრიკატები, რომელიც  შედარებით დაბალფასიან სეგმენტზე გათვლილი), „ნობათი“(გაყინული დაფასოებული ხორცპროდუქტები).


„ჩვენს კომპანია G&A-ს აქვს რამდენიმე მიმართულება-  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს გაყინული ღორის, საქონლის, ქართმის ხორცი და გაყინული თევზი.  გარდა ამისა, გვაქვს წარმოების რამდენიმე მიმართულება, ჩვენს ნახევარფაბრიკატებში არ ვიყენებთ არანაირ დანამატებს, კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს.  „რერას“ ბრენდის ქვეშ ვახორციელებთ შებოლილი თევზის წარმოებასაც. ჩვენი პროდუქცია გაშლილია საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ქსელურ და არაქსელურ მარკეტში,”- აღნიშნავს ნიკა ლომიძე.


ბრენდი „რერა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ამოქმედდა. ამ ეტაპზე, მოქმედი წარმოების ფარგლებში „რერაში“ დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.

 

მარიამ მორგოშია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up