ქვეყნები, რომლებმაც ნახშირბადის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანეს, გეგმის შესასრულებლად მას საქართველოდან შეიძენენ

ქვეყნები, რომლებმაც ნახშირბადის გამოყოფა მინიმუმამდე დაიყვანეს, გეგმის შესასრულებლად მას საქართველოდან შეიძენენ

access_time2023-02-14 13:00:07

საქართველო ნახშირბადით ვაჭრობის საერთაშორისო ქსელში აქტიურად ერთვება. ქვეყანას აღნიშნული მიმართულებით ორმხრივი კონტრაქტები უკვე გაფორმებული აქვს იაპონიასთან და შვეიცარიასთან, რომლებიც საქართველოდან ემისიების შეძენით არიან დაინტერესებული.



როგორც „კომერსანტთან“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მაია ცხვარაძემ აღნიშნა, პარიზის შეთანხმების ფარგლებში, საქართველომ აიღო უპირობო ვალდებულება 2030 წლისთვის, 35%-ით (დაახლოებით 16 პროცენტი ერთ სულ მოსახლეზე) შეამციროს სათბურის აირების გაფრქვევა 1990 წლის საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით.



შეთანხმების მე-6 მუხლი განსაზღვრავს ამ ვალდებულების შესრულების პრაქტიკულ გზას, რომელიც დამატებით პერსპექტივებს შექმნის კლიმატგონივრული და გარემოსადმი მეგობრული ბიზნესის განვითარებისთვის. ცხვარაძე ამბობს, რომ ნახშირბადით ვაჭრობით სისტემების განვითარება ახალი და პერსპექტიული მიმართულებაა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საქმეში.



„ნახშირბადით ვაჭრობის პროცესი მსოფლიოში დიდი ხანია რაც ვითარდება. ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების მიმართულებით გარკვეული ვალდებულებები აქვთ აღებული, საუბარია ემისიების, ნახშირბადის მოხმარების შემცირებაზე. არიან განვითარებული ქვეყნები, მაგალითად იაპონია, შვეიცარია, აშშ, შვედეთი და ასე შემდეგ, რომელთაც საერთაშორისო ვალდებულებები რომ შეასრულონ, არ ყოფნით თავიანთ ქვეყანაში იმ ღონისძიებების გატარება, ანუ ყველაფერი გადაიარაღებული აქვთ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებიც აქვთ, თუმცა უფრო მეტი ვალდებულება აქვთ აღებული და შესაბამისად ამბობენ, რომ ჩვენ დაგვჭირდება სხვა ქვეყნებიდან ემისიის შესყიდვა. ეს პროცესი ზოგადად გაეროს კლიმატის ჩარჩო კონვენციის მიერაა დარეგულირებული და იმისათვის, რომ ქვეყანამ ემისიების შემცირების შესახებ საკუთარი ვალდებულება შეასრულოს შეუძლია გარკვეული თანხის საფასურად, ან ტექნოლოგიის საფასურად სხვა ქვეყანაში შეამციროს ემისია და ის შემცირება თავად ჩაითვალოს.



მაგალითად, შვეიცარია ან იაპონია თანხას გადაიხდიან იმაში, რომ საქართველოში დაინერგოს ენერგოეფექტური ახალი ტექნოლოგიები და შესაბამისად ამ შემცირებულ ემისიასაც თავად ჩაითვლიან.




ადრე განვითარებად ქვეყნებს არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება და რა რაოდენობის ემისიასაც უნდოდათ გაყიდდნენ. მაგრამ პარიზის შეთანხმებით პროცესი შეიცვალა და ყველა განვითარებადი ქვეყანა და მათ შორის საქართველოს აქვს თავისი ვალდებულება ემისიის შემცირებისთვის. ანუ მე შემიძლია გავყიდო, როგორც საქართველომ იმ რაოდენობის ემისია, რაც დარჩენილი მაქვს ზღვარში.



საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ 1990 წლის დონესთან შედარებით ჩვენი ემისია იქნება 35%-ით ნაკლები. 1990 წელს იყო დაახლოებით 45 მლნ ტონა CO2-ის ეკვივალენტი, ახლანდელი ჩემი ემისია არის 17 მლნ ტონა. 1990 წლის მონაცემებთან შედარებით 35%-ით ნაკლები ნიშნავს, რომ სადღაც 30 მლნ ტონას არ ასცდება ჩემი ემისიები. მაგალითისთვის, 2025 წელს რომ მქონდეს 20 მლნ ტონა ემისია, ანუ ითვლება, რომ 10 მლნ ტონის ფარგლებში შემიძლია გავყიდო. ასევე იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს, ცხადია, რომ ყველაფერს ვერ გავყიდით, საქართველოს საკმაოდ კარგი მდგომარეობა გაქვს, იმისთვის, რომ იმ ვალდებულების შესასრულებლად ზუსტად ვიცით როგორ უნდა მივიდეთ. ჩვენ გაქვს კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და სადაც კონკრეტულად არის გაწერილი გასატარებელი ღონისძიებები. მაგალითად მთლიან გენერაციაში ქარის სადგურის წილი, ან მაგალითად ტრანსპორტში ელექტრომობილების წილი უნდა იყოს ამდენი და ამდენი და ძალიან კონკრეტული ღონისძიებები წლების მიხედვით არის გაწერილი. შესაბამისად რადგან მე ვიცი, როგორ ვასრულებ ჩემს ვალდებულებას, ამის იქით თუ კი რაიმე დამატებითი ტექნოლოგია შემოვა, რა თქმა უნდა, შემიძლია გავყიდო. თუ მე ვამბობ, რომ უნდა ავაშენო მზის 5 სადგური, თუ ავაშენებ 10 სადგურს, შესაბამისად იმ დანარჩენი 5-ის ემისია შემიძლია გავყიდო“, - აღნიშნა მაია ცხვარაძემ.



სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, ნახშირბადის მსოფლიო ბაზარზე წვდომა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ბიზნესის განვითარებისა დაბალემისიიანი ეკონომიკის მშენებლობისთვის და ხელს შეუწყობს საქართველოს ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას კლიმატის ცვლილების შერბილების მხრივ



მისივე თქმით, აღნიშნულ მიმართულებაში ჩართვის ინტერესი შესაძლოა ნებისმიერი კომპანიის მხრიდან გამოითქვას, რომელსაც აქვს ინტერესი განახლებად ენერგიებში, ენერგოეფექტურობაში ან ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების.



რაც შეეხება ემისიების ტარიფებს, ის ინდივიდუალურია და სექტორების და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვაა.



„თითოეულ სექტორში ვიცით ტექნოლოგიები რა ჯდება და აქედან გამომდინარეა ფასების დათქმაც. მაგალითად შენობებში 1 ტონა ემისიის შემცირებას სხვა ფასი აქვს, ენერგეტიკაში სხვა ფასი აქვს და ტრანსპორტში კიდე სხვა ფასი, თან მყიდველი ანუ ქვეყნები შესაძლოა სხვადასხვა ფასს იხდიდნენ“, - აღნიშნა ცხვარაძემ.



ცნობილია, რომ შვეიცარიის ფედერალურმა გარემოს დაცვის ოფისმა და შვეიცარიის ნახშირბადის შესყიდვის პროგრამამ 120 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ამ მექანიზმის გლობალურ დონეზე ამოქმედებისთვის.



საქართველოში, ნახშირბადით ვაჭრობით დაინტერესებული კომპანიები უნდა დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული კლიმატის ცვლილების საბჭოს სამდივნოს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად: ClimateChange@mepa.gov.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up