სურსათის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტირებულ ნაყინს ამოწმებს. სააგენტოს ინფორმაციით, სეზონურობის ფაქტორის და მოხმარების გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს როგორც წარმოებებში ასევე სარეალიზაციო ბაზარზე.
„სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნაყინის ნიმუშები აიღეს. სურსათში სალმონელასა და ლისტერიის აღმოჩენის მიზნით 100 ნიმუშს ჩაუტარდა კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.nfa.gov.ge“ –ნათქვამია ინფორმაციაში.