ყაზახეთმა, რომელიც რუსეთის ერთ–ერთი უახლოესი მოკავშირეა, პრეზიდენტ პუტინს უარი უთხრა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმაზე. ამის შესახებ NBC ყაზახ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტო Unian-ის ცნობით, ყაზახეთი არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობას, რომელთა აღიარება პუტინმა უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენა.
ცნობისთვის, ყაზახეთი რუსეთის მიერ ორგანიზებული ევრაზიული კავშირის ერთ–ერთი მთავარი წევრია და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაშიც მონაწილეობს.