NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია. 55 %-ს ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. 1%-მა არ იცის.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია