„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ჯანდაცვის სისტემას ენდობა.
კითხვაზე: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, გამოკითხულთა 50% ნაწილობრივ ენდობა, 23% სრულად ენდობა. 14% საერთოდ არ ენდობა, 11% კი ნაწილობრივ ენდობა.
ამასთან, მოსახლეობის ნახევარი, 50% მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს, 43% ცუდად, ხოლო 7%-მა პროცენტმა არ იცის. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინ არის, ხოლო 31%-ის აზრით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.
IPN.GE