NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე (20%) ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, 20% ამბობს რომ მოსალოდნელია, 76%-ის აზრით არ არის მოსალოდნელი, ხოლო 4%-მა არ იცის.
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტი