ნდობადაკარგული ხელისუფლება ხალხს აღატაკებს - რომან გოცირიძე

ნდობადაკარგული ხელისუფლება ხალხს აღატაკებს - რომან გოცირიძე

access_time2022-03-15 14:10:28

„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით,  „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება რუსეთის ხელისუფლებას მიმართ მოხდილი ბოდიში იყო:

 

„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა - მთავარ კუდიანად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილი გყავთ, ხოლო პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც თურმე ქვეყანაში შაქრის დეფიციტი შექმნეს და ეკონომიკურ საბოტაჟს ეწევიან. არა გრცხვენიათ? რა განცხადება გააკეთეთ? ვინ არის თქვენი განცხადების ადრესატი, საქართველოს მოსახლეობა? თქვენ დღეს მიმართეთ რუსეთის ხელისუფლებას, უთხარით, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში წავიდა და განცხადებებს აკეთებდა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. უთხარით, რომ ის გაიპარა, რომ ბლოკავდა საქართველოს მთავრობა, ფული და თვითმფრინავის არ მისცეს, საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი და მისი განცხადებები არის მოქალაქის პოზიცია.  რუსეთ უთხარით ბოდიში და სთხოვეთ პატიება, რომ მან უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა. ეს არის თქვენი განცხადების შინაარსი. რა თქმა უნდა პოლიტსაბჭო რომ ფიქციაა და იქ გადაწყვეტილებას არავინ იღებს, ძალიან კარგად ვიცით, ეს არის პირდაპირ ივანიშვილის დავალება, რომ ესე გესაუბრათ და ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გაგეკეთებინათ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

რომან გოცირიძემ პარლამენტში გაუფასურებულ ლარზე და პროდუქტებზე შექმნილ დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება. „ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამბობს, რომ ნდობა დაკარგული ხელისუფლება ხალხს აღატაკებს.


 

„რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს - შემთხვევით არ ვახსენე შაქარი, თქვენი ხელისუფლების გაკოტრებული პოლიტიკის სიმბოლოა ის, რომ არ გაქვთ ნდობა და როდესაც ნდობა არ გაქვთ, მაშინ შაქარი მომენტალურად გაქრება დახლებიდან რამდენიც არ უნდა იძახოთ, რომ რეზერვები გაქვთ და სურსათს ახლა შემოიტანენ. მეორე მაჩვენებელი, რომ ნდობა არ გაქვთ და ჩვენს მოქალაქეებს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესების დამცველად არ მიაჩნია ეს არის ლარი.  ერთი თვის განმავლობაში რა უყავით ლარს? ეროვნული ვალუტა 9 თებერვალს იყო 2,9 ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 9 მარტს გახდა 3,4  - 16 პროცენტით, 50 თეთრით გაუფასურდა. ამ ერთი თვის გამავლობაში გაუფასურებას მოსდევდა გამყარება, გამყარებას გაუფასურება, პანიკაში ჩააგდეთ ადამიანები, დარბოდნენ და სიმწრით ნაშოვნ ლარებს ახურდავებდნენ, შედეგად როგორ კომპანიებმა ასევე მოქალაქეებმა ამ ერთი თვის განმავლობაში უზარმაზარი ზარალი განიცადეს. ისიც კი არ მოაფიქრდა ეროვნულ ბანკს, რომ ომის დაწყებისთანავე საჭირო იყო დამამშვიდებელი ინტერვენციის გაკეთება.

 

კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებით მივმართე ეროვნულ ბანკს და მოვითხოვე ინფორმაცია ამ ორი თვის განმავლობაში როდის აკეთებდნენ ფარულ ინტერვენციას, რისი უფლებაც მათ აქვთ. პატარ-პატარა ინტერვენციები დღიური კურსის მერყეობა შეიძლება მართო. მათ ასეთი ინტერვენციები გააკეთეს, მაგრამ სეთი ინფორმაციას ერთი თვის დაგვიანებით აქვეყნებენ, მაგრამ თვის ჭრილში და არა დღეების მიხედვით. დღეების მიხედვით ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს გავიგოთ იქცეოდნენ თუ არა პროფესიონალურად, ამავე დროს, ხომ არ იყო რაიმე სახის მანიპულაციები, რომელიც ხელს უწყობს კურსის რყევას ბაზარზე და შეგნებულად თუ შეუგნებლად ვიღაცების მიერ ჯიბის მოთბობას - პასუხი არ მივიღე. ახლა მივმართავ ეროვნულ ბანკს რაც მომაწოდეთ ესაა ღია ინფორმაცია. ისევ გწერთ წერილს მომაწოდეთ ყოველდღიური ინფორმაცია რა ინტერვენციები განახორციელეთ. ნდობა დაკარგული ხელისუფლება ხალხს აღატაკებს “, - აცხადებს რომან გოცირიძე.


კომერსანტი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up