ნეაპოლის ფინანსურმა პოლიციამ ქალაქში აღმოაჩინა ქარხანა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ყალბ მაისურებს ამზადებდნენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, საწარმო ნეაპოლის ერთ-ერთ პროვინციაში მდებარეობდა. ადგილზე ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცავებმა ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიუმენის დიდი რაოდენობით მაისურები, ასევე კლუბის დროშები, ეტიკეტები და სხვა ყალბი ნივთები აღმოაჩინეს.
ადგილობრივი საგამოძიებო უწყების ცნობით, ქარხანა აღჭურვილი იყო შესაბამისი ინვენტარით.. ნაპოვნია 17 საკერავი მანქანა, ლოგოების საბეჭდი სპეციალური მოწყობილობა, კვარაცხელიასა და ოსიმენის 1250 მაისური. 1200 ცალი კლუბის საფირმო ეტიკეტი და საფეხბურთო კლუბ პალერმოს 200 მაისური, რის გამოც ვარაუდობენ, რომ საწარმოს მფლობელს აქტიური კავშირი აქვს სიცილიასთან. სამართალდამცავებს ადგილზე 4 თანამშრომელი დახვდა, რომლებიც არალეგალები იყვნენ.