„ნებისმიერ მოქალაქეს ვთავაზობთ სესხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობისას მოლაპარაკებაში ჩართვას და სარჩელების მომზადებას“ - მარიკა არევაძე

„ნებისმიერ მოქალაქეს ვთავაზობთ სესხთან დაკავშირებული პრობლემის არსებობისას მოლაპარაკებაში ჩართვას და სარჩელების მომზადებას“ - მარიკა არევაძე

access_time2021-04-29 12:50:17

კოვიდ -19_ის პანდემიის შედეგები, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ ვადაგასული ვალდებულებები სხვადასხვა საფინანსო დაწესებულებებთან და ამასთანავე დაწესებული შეზღუდვების ფონზე დაკარგეს სამსახური ან მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი.


იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო ადამიანებს დაეწყოთ პრობლემები სესხებზე მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ წვდომა იურიდიულ მომსახურებაზე.


როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის  თავმჯდომარემ მარიკა არევაძემ ისაუბრა, სწორედ ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრი ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ახალი პროექტის ფარგლებში  უფასო სამართლებრივ დახმარებას ახორციელებს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, შემოსავლის გარეშე დარჩნენ ან მნიშვნელოვნად შეუმცირდათ შემოსავალი და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არსებულ ვალდებულებათა გამო პრობლემები შეექმნათ. პროექტის ფარგლებში უფასო სამართლებრივი დახმარება გაეწევა თბილისის, რუსთავის და გორის მოსახლეობას. დახმარება მოიცავს როგორც იურიდიულ კონსულტაციას, ასევე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, როგორიც არის წერილი, სარჩელი ან შესაგებელი.



„ნებისმიერ  მოქალაქეს  ვისაც აქვს  სესხთან დაკავშირებული პრობლემა და ეს  გამოწვეულია  პანდემიით,  ჩვენ მათ  ვთავაზობთ  როგორც  წერილის  მომზადებას,  ასევე  მოლაპარაკებაში  ჩართვას და საჭიროების შემთხვევაში  შესაგებლის მომზადებას. რა თქმა უნდა  გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია, ოღონდ  გამარჯვებაში მოიაზრება  არა  სესხების გაუქმება, არამედ გრაფიკებზე დაბრუნება,  მოლაპარაკება,  ზედმეტად  დარიცხული პირგასამტეხლოების შემცირება, ვალდებულების  გადავადება ან  დროში  გაშლა, იმისათვის, რომ ყველამ  შეძლოს ნაკისრი  ვალდებულებების  დროულად  დაფარვა. ამ  შემთხვევაში  ადამიანები  ჩვენგან  უფასო  იურიდიულ დახმარებას იღებენ, ჩვენ მომსახურეობა  პროექტის  ფარგლებშ იქნება  უფასო,“ -  აღნიშნა მარიკა არევაძემ.


მისივე თქმით, პანდემიური  მდგომარეობა არის ფორსმაჟორი,  მითუმეტეს იმ  სამართლებრივ  აქტებზე  დაყრდნობით, როცა  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება  გახდა  საჭირო,  თუმცა არევაძემ აღნიშნა, რომ  საბოლოოდ  ესეც  სასამართლოს დასადგენი იქნება.

 

უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ორგანიზაციას ნომრებზე: 598529292; 597939416. ასევე ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.


https://www.facebook.com/samartlebrividaxmarebisdakvleviscentri ან ელექტრონულ ფოსტაზე - Lccontactt@gmail.com .





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up