„თუ იქნება ალტერნატივა და შესაძლებლობა, რომ თუნდაც მიახლოებული ფასით მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის შემოტანა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი კომპანია მზად არის იმისთვის, რომ ეს ნაბიჯი გადადგან და რუსული პროდუქტი ჩაანაცვლონ“ , - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ გლობალური სავაჭრო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა ისაუბრა.
როგორც ვანო მთვარალაშვილმა განაცხადა, დღეს ბაზრის ძირითადი წილი არის რუსული საწვავი. მისი თქმით, რეგულარის ტიპის საწვავის 95% რუსეთიდან იყო იმპორტირებული.
როდესაც ჩვენ რუსულ პროდუქტზე, მისი მასშტაბების და იმპორტის მოცულობის ზრდაზე ვსაუბრობთ, ეს სწორედ ფასის ფაქტორებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი კომპანია დიდი სიამოვნებთ შეიძენს ევროპულ პროდუქტს, თუ რა თქმა უნდა, ფასი და მიწოდებასთან დაკავშირებული ვითარება სტაბილური იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ რომ ევროპულ პროდუქტზე გადავერთოთ, საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზრდება და მოწოდების მხრივ შეიძლება პრობლემები შეიქმნას, რაც მომხმარებელს დიდ დისკომფორტს შეუქმნის, ამიტომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი და პრიორიტეტული არის ფასი," - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე