ნებისმიერი მეთოდის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები გადავუხადოთ კლინიკას - ანდრია ურუშაძე DRG მოდელზე

ნებისმიერი მეთოდის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები გადავუხადოთ კლინიკას - ანდრია ურუშაძე DRG მოდელზე

access_time2023-02-13 22:30:03

რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა ანდრია ურუშაძემ სამედიცინო სექტორში დაფინანსების DRG მოდელზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ვისაუბროთ DRG-ის პოზიტიურ მოლოდინებსა და ნაკლზეც. ნებისმიერი მეთოდის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები გადავუხადოთ კლინიკას. რადგან გვინდა, რომ უკეთესი ხელფასები ჰქონდეთ ექიმებს, უკეთესი ხარისხის მედიკამენტები და სახარჯი მასალა გამოიყენონ.

 

„რა არის DRG? როცა გასაშუალოებული ფასის გადახდა ხდება, დიაგნოზების ჯგუფებზე, რომელიც რესურსის მიხედვით დაახლოებით თანაბარია, ამის შემდეგ მოტივაცია უჩნდება კლინიკას, რომ მაქსიმალურად ყაირათიანად და ეფექტიანად გამოიყენოს ეს რესურსები და მაქსიმალურად ჩაეტიოს ამ ჩარჩოში და მოტივაცია არ ჰქონდეს ხარჯების გაბერვის და არასწორი დოკუმენტაციის წარმოდგენის. ეს არის ის პოზიტიური, რასაც უნდა ველოდებოდეთ DRG-სგან“, - აცხადებს ანდრია ურუშაძე.

  

მისი თქმით, კლინიკური სტანდარტების დანერგვა, რომელიც მინიმალურ და აუცილებელ სერვისების ჩამონათვალს გულისხმობს, თანმხლები უნდა იყოს ასეთი ტიპის ცვლილებების.

 


„როცა თქვენ საშუალო ფასს აძლევთ, სხვა მოტივაციაც უჩნდება კლინიკას და პირველი მოტივაციაა შეამციროს საჭირო სერვისების რაოდენობა, რომელიც კონკრეტულ პაციენტს სჭირდება. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ერთ კომპონენტზე, განყენებულად, მაგალითად DRG -ზე, აუცილებელია უნდა ვთქვათ ის რისკები, რომლებიც მოჰყვება DRG-ის დანერგვას, წინასწარ იყოს გათვლილი. მაგალითად, კლინიკური სტანდარტების დანერგვა, რომელიც მინიმალურ და აუცილებელ სერვისების ჩამონათვალს გულისხმობს, თანმხლები უნდა იყოს ასეთი ტიპის ცვლილებების. ერთის მხრივ, კი ბატონო, დავიცვათ ბიუჯეტი ხარჯების გაზრდისგან, გავამარტივოთ ანაზღაურება. მაგრამ ფასი უნდა იყოს სამართლიანი და ნებისმიერი მეთოდის შემოღება არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები გადავუხადოთ კლინიკას - ინფლაციის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ გვინდა უკეთესი ხელფასები ჰქონდეთ ექიმებს, უკეთესი ხარისხის მედიკამენტები და სახარჯი მასალა იყიდონ, გვინდა რომ სანიტარული ნორმები იყოს დაცული, მიმდინარე რემონტი ჩაატაროს, ინვესტიცია გააკეთოს პერსონალის პროფესიულ განვითარებაში“, - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.

 

 როგორც ანდრია ურუშაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია რატომ აქვს პაციენტს შეზღუდული არჩევანის უფლება და რატომ ეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, თუნდაც განსხვავებული ენდოპროტეზის მოთხოვნისას.

 

„თუ არსებობს პაციენტის სურვილი, რომ უკეთესი ხარისხის ენდოპროტეზი გამოიყენოს, არა ის, რომელზეც სახელმწიფომ უთხრა, რომ ეს უკეთესია, მაშინ ის მთლიანად ვარდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან. ეს არ მესმის. ამას გარდა, არ მგონია რომ ფინანსური წლის შუა პერიოდში სწორი იყოს ასეთი ცვლილებების დანერგვა,“ - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up