ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის ხარჯია - საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია

ნებისმიერი რეგულაცია ბიზნესისთვის ხარჯია - საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია

access_time2023-04-07 17:00:07

„გარემოს დაცვით რეგულაციებს ბიზნესი ძალიან კარგად იაზრებს და მიესალმება კიდეც. ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირთან დაახლოება და ევროკავშირში შესვლა, ეს არის გარდაუვალი“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა  მარიანა მორგოშიამ განუცხადა.


მან ის ახალი რეგულაცია შეაფასა, რომლის დაცვაც სამრეწველო ობიექტებს  მოუწევთ. საქმე ისაა, რომ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონმდებლო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზანად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას.


კანონი მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს მოაწესრიგებს, რომლებიც გარემოს დაბინძურების მხრივ მაღალი რისკის შემცველია. ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა.


მარიანა მორგოშიას განმარტებით, ბიზნესი მზადაა, მოერგოს ახალ რეგულაციას, თუმცა ის იმ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, რის წინაშეც ყოველი ახალი რეგულაციის მიღების დროს დგება კერძო სექტორი. მორგოშიას განმარტებით, რეგულაციებთან ადაპტაციის პროცესში ბიზნესს უწევს ფინანსური ხარჯის გაწევა.


„ნებისმიერი რეგულაციის დანერგვა, ბიზნესისთვის არის მნიშვნელოვანი წნეხი. რეგულაციებთან ადაპტაციის პროცესში ბიზნესს უწევს მნიშვნელოვანი ინვესტიციების გაღება, რაც აისახება წარმოებული პროდუქციის ფასში. კომპანიებს უწევთ ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ ისეთი ქვეყნების მიერ წარმოებულ პროდუქციას, სადაც ასეთი ტიპის რეგულაციები არ არსებობს.



მეტიც, დამატებით, შესაძლებელია სახელმწიფო ასუბსიდირებდეს ენერგომატარებლებს, ან ამ ქვეყნებში ენერგომატარებლები იყოს იაფი. აქედან გამომდინარე, საკმაოდ რთული პროცესია, კომპლექსური პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი იყოს კონსულტაციებში ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“, - განმარტა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.


მისივე თქმით, კანონის ამოქმედების ვადები, ამ ეტაპზე, საწარმოებისთვის მისაღებია, თუმცა ძალიან მალე გადის ხოლმე დრო და შესაძლებელია,ადაპტაციის პროცესში ბევრი კითხვა გაჩნდეს.


რაც შეეხება, კანონის ამოქმედების ზუსტ ვადებს -  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, იქიდან გამომდინარე, რომ რეგულაციები კომპლექსურია, განისაზღვრა, რომ 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში საქმიანობის დაწყებას გადაწყვეტს, ხოლო 2029 წლიდან, ვალდებულება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს დაეკისრება.


კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. კომპანიებს წინსწრებით ექნებათ განსაზღვული ის გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედონ, ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს.



business-partner.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up