NEFCO საქართველოს 6.5 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

NEFCO საქართველოს 6.5 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

access_time2022-05-04 15:25:05

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (Nefco) პირველი განხორციელებული ენერგოეფექტურობის პროექტის აღნიშვნა საქართველოში ემთხვევა ახალი 6.5 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის ხელმოწერას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით ქვეყნის შორეულ მაღალმთიან რეგიონებში საჯარო სკოლების მოდერნიზაციას.


Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში, რომელიც მოიცავს 26 საჯარო შენობის განახლებას ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის შემოდგომიდან 2021 წლის ბოლომდე ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით განხორციელებულმა მოდერნიზაციამ განაპირობა შენობების შიდა პირობების გაუმჯობესება, ენერგიის დაზოგვა და საქართველოს მხარდაჭერა მწვანე ენერგეტიკის განვითარების გზაზე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებით. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საქართველოს ეროვნული მიზნების განხორციელებას და აჩვენა ახალი სამშენებლო ნორმების და წესების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულების და ფუნქციის შენობებში, და აღნიშნული ახალი ნორმების დაცვა სხვადასხვა კლიმატურ ზონებში.


Nefco-ს მიერ 2.8 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო დაფინანსების გარდა, პროექტი დაფინანსდა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) გრანტის მიერ, რომელიც 1.87 მილიონ ევროს შეადგენდა, აქედან ყველაზე დიდი წილი ევროკავშირს და შვედეთს ეკუთვნის. დანიამ პროექტის ტექნიკური მხარდაჭერისთვის 956,000 ევროზე მეტი გაიღო, როგორც განხორციელების, ისე პროექტის მომზადების ფაზაში. პროექტის პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, E5P-თან და მის სპონსორებთან, ასევე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, Nefco-მ ოფიციალურად წარადგინა პროექტი 2022 წლის 4 მაისს და მოინახულა ენერგოეფექტური მოდერნიზებული ორი სკოლა, რომლებშიც განხორციელდა ზომები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით - 55-ე საჯარო სკოლა და სსიპ თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა.


„მოხარული ვართ საზეიმოდ აღვნიშნოთ ჩვენი პირველი განხორციელებული პროექტი საქართველოში. პროექტის პარტნიორებთან ერთად, ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის პროგრესის დანახვა ენერგეტიკული რეფორმების განხორციელების და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის გზაზე. სიამოვნებით გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის მეშვეობით, რომელიც განსაკუთრებით საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებს მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა დღეს თბილისში ტრონდ მოემ, Nefco-ს მმართველმა დირექტორმა.


როგორც განხორციელებული, ისე ახლადხელმოწერილი პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ ხასიათდება საქართველოში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით. განხორციელებული ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ყოველწლიურად სითბური და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას დაახლოებით 5000 მგვტ/სთ და შედეგად 1100 ტონა CO2-ის ემისიების შემცირებას. ფაქტობრივი დანაზოგების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხდება ათი წლის განმავლობაში. განხორციელებულმა პროექტმა შექმნა კარგი და კომფორტული სასწავლო გარემო სკოლის მოსწავლეებისა და მუნიციპალური მუშაკებისთვის. Nefco- ს მიერ განხორციელებული მეორე პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაზრდას და 15 საჯარო სკოლის განახლებას საქართველოს მთიან რეგიონებში.



„უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაფასებთ Nefco-ს და E5P-ის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და იმ გულისხმიერებას, რომლითაც ისინი უდგებიან ჩვენს პრიორიტეტულ საჭიროებებს. პროექტი „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ მხარს უჭერს საქართველოს გადასვლას მწვანე ეკონომიკაზე, ხელს უწყობს უფრო მდგრადი და ეფექტური ინფრასტრუქტურის აშენებას, ამავდროულად, აუმჯობესებს სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის ჩვენი ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში და დახმარებას უწევს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. მიმაჩნია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროში და ბევრ სარგებელს მოიტანს, როგორიცაა სწავლების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, გაუმჯობესებული კომფორტის დონე და სტუდენტებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მომავალში გაზრდილი ენერგოეფექტურობის კატალიზატორი “, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


Nefco-ს მეორე პროექტი საქართველოში, მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 15 საჯარო სკოლის მოდერნიზაციას და განახლებას. ის დაეფუძნება პირველი დასრულებული პროექტის შედეგად მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს უფრო ფართო და რთულ გეოგრაფიულ არეალს ქვეყნის ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში, რაც სარგებელს მოუტანს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს. გარემოზე დადებითი ზემოქმედებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პარალელურად, ახალი პროექტი ასევე ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების სხვა მიზნების მიღწევას, განსაკუთრებით განათლების, ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.


Nefco-ს ორივე პროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ შემოღებულ ახალ ენერგოეფექტურობის შესახებ და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონებს და წარმოადგენს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებასთან არის დაკავშირებული.


„E5P დონორები ამაყობენ ამ პირველი Nefco-ს პროექტით და მისი გაგრძელებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E5P დონორები, ევროკავშირის ხელმძღვანელობით, კვლავ მზად არიან განახორციელონ ისეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომლებიც უამრავ გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელს უზრუნველყოფენ რეფორმების დღის წესრიგთან ერთად “, - განაცხადა ევა მანიკმა, E5P-ის ასოცირებულმა დირექტორმა.


„ევროკავშირი, E5P ფონდის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მოხარულია, რომ მხარს უჭერს სკოლების ენერგოეფექტურობის განახლებას საქართველოში. Nefco-ს მიერ განხორციელებულ E5P პროექტებს, ენერგოეფექტურობის კუთხით, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ჯანმრთელობის სარგებელი მოაქვთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოში შენობების სარემონტო სამუშაოების გააქტიურებას ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროგრამებით, რომლებიც ეფუძნება რეფორმების დახმარებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.


თბილისში დღეს ხელმოწერილი ახალი პროექტის ჯამური ინვესტიცია 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. Nefco-ს საკრედიტო დაფინანსება შეადგენს 3,9 მლნ ევროს, ხოლო E5P საგრანტო დაფინანსება 2,6 მლნ ევროს შეადგენს. შვედეთმა დააფინანსა პროექტის შემუშავების ხარჯები და, სავარაუდოდ, გამოყოფს დაფინანსებას ტექნიკური მხარდაჭერისთვის პროექტის განხორციელების პროცესში, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაიწყება.


„შვედეთი მოხარულია წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლაში, მათ შორის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაში. ჩვენ განვახორციელეთ 8 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია E5P ფონდში საქართველოსთვის, როგორც უმსხვილესი ორმხრივი დონორი. ასევე, ჩვენ წარმოვადგენთ ერთერთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს Nordic Green Bank Nefco-ში სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან ერთად. ჩვენ უზრუნველვყოფთ თანადაფინანსების გრანტებს მუნიციპალური სექტორის პროექტებისთვის საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და სხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებში პროგრესის დასაჩქარებლად. შვედეთის მხრიდან დახმარება უნდა განიხილებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმების მტკიცე პოლიტიკური, ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უფრო ფართო კონტექსტში“ - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში.


ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც ახალი პროექტით არის გათვალისწინებული, ეხება შენობების გარსის თბოიზოლაციას, კარ-ფანჯრების შეცვლას, ახალი გათბობისა და ვენტილაციის სისტემების დამონტაჟებას, ასევე ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ზომებს. პროექტში ასევე გათვალისწინებულია სტრუქტურული მოდერნიზაცია სკოლის შენობების ცუდი მდგომარეობის გამო. განხორციელებული განახლება და ენერგოეფექტურობის გაზრდის ღონისძიებები გაახანგრძლივებს შენობების ექსპლუატაციის ვადას.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up