ნეპალში ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავში 72 ადამიანი იმყოფებოდა.
Yeti Airlines-ის თვითმფრინავი, რომელიც კატმანდუდან ტურისტულ ქალაქ პოხარაში მიფრინავდა, დაშვებისას ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავიაკატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.