Nescafé-ს ყავა უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 20 000 მაშველს და 600 გამნაღმველს გადაეცემა. ზამთრის პერიოდში ჯარისკაცების დასახმარებლად 4000-ზე მეტი ყავის ნაკრები უკვე გაიგზავნა.
ყავა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ექსტრემალურ და სამხედრო პირობებში. ეს ორი მსოფლიო ომის გამოცდილებამ დაამტკიცა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, Nescafé-მ და Nestle-მ 160 ტონაზე მეტი ყავა უკრაინელებს უკვე გაუგზავნეს.