მსოფლიოს უმსხვილესი სასურსათო კომპანია Nestle , პროდუქციაზე ფასების ზრდას პროგნოზირებს - ამის შესახებ ინფორმაციას cnn business ავრცელებს.
Nestlé აღმასრულებელი დირექტორის მარკ შნაიდერის თქმით, გლობალურად გაზრდილმა ინფლაციამ კომპანია დააზარალა. მისივე თქმით, ფასების ზრდა იქნება "ძალიან მიზანმიმართული" და შეეხება მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელზეც მაღალი ინფლაციის გამო ხარჯები განსაკუთრებით გაიზარდა.
შნაიდერს არ დაუზუსტებია კომპანიის 2 000 ბრენდიდან, თუ რას შეეხება გაძვირება.
აღსანიშნავია, რომ Nestlé არ არის გამონაკლისი კომპანია, ვინც წელს ფასების კიდევ უფრო ზრდა დააანონსა. ამ სიაშია ისეთი ცნობილი ბრენდებიც, როგორიცაა Unilever (UL), Coca-Cola (KO), ლუდსახარში Heineken (HEINY), Colgate (CL)-Palmolive და Procter & Gamble (PG) - ყველა ეს კომპანია პროდუქციის გაძვირებას ინფლაციას, ენერგეტიკაზე გაზრდილ ფასებსა და შრომით ხარჯებს უკავშირებს.