ონლაინ სერიალებისა და ფილმების პლატფორმა Netflix-მა თურქეთში 2023 წელს პირველად სააბონენტო გადასახადი გაზარდა.
Netflix-მა, რომელმაც სატარიფო განაკვეთები თურქეთში სულ რაღაც 4 თვის წინ განაახლა, მიმდინარე ეტაპზე ტარიფები დაახლოებით 40%-ით გააძვირა, რამაც მომხმარებელთა უმრავლესობა საკმაოდ გააღიზიანა.
ამ მატებასთან ერთად Netflix პლატფორმის ყველაზე იაფი პაკეტის ფასი 44 ლირა 99 კურუშიდან 63 ლირა 99 კურუშამდე გაიზარდა, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული პაკეტის ფასი 130 ლირა 99 კურუშია.