ამერიკულმა სტრიმინგულმა სერვისმა Netflix ტრანსლირებაზე რუსეთის 20 ფედერალურ ტელეარხს უთხრა უარი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო.
ამის შესახებ გამოცემა Рolitico Netflix–ის წარმომადგენელზე დაყრდნობის წერს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Netflix რუსეთში 1–ლი მარტიდან გარკვეულ ახალ ვალდებულებებს უნდა დაქვემდებარებოდა იმის გამო, რომ გასულ წელს ის რუსეთში „აუდიოვიზუალური მომსახურების“ რეესტრში შეიყვანეს, რომელსაც როსკომნადზორი აკონტროლებს.
ვალდებულება ნიშნავდა, რომ Netflix–ს 20 რუსულ ფედერალურ სატელევიზიო სადგურზე მოუწევდა ტრანსლირება, მათ შორის პირველ არხზე, NTV-ზე და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის არხზე „სპას“.
„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არ ვაპირებთ ამ არხების დამატებას ჩვენ სერვისებში“, – განაცხადა Netflix–ის წარმომადგენელმა.