საავიაციო „მეკობრეობა“ - დისიდენტის დასაკავებლად ბელარუსმა სამგზავრო თვითმფრინავს მარშრუტი იძულებით შეუცვალა

საავიაციო „მეკობრეობა“ - დისიდენტის დასაკავებლად ბელარუსმა სამგზავრო თვითმფრინავს მარშრუტი იძულებით შეუცვალა

access_time2021-05-25 20:00:49

Ryanair-ის ავიალაინერი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, როდესაც ის ბელარუსის საჰაერო სივრცეში შევიდა. ადგილობრივმა ავიადისპეჩერებმა მას „პოტენციური საფრთხის“ შესახებ შეატყობინეს და მინსკში დაშვება მოსთხოვეს. როდესაც პილოტმა ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, ჰაერში სამხედრო თვითმფრინავებიც გამოჩნდნენ და საბოლოო ჯამში „ბოინგ“-ის ეკიპაჟს დამორჩილება მოუწია.



თვითმფრინავი მინსკის აეროპორტში თითქმის 7 საათი იდგა. სპეცსამსახურები ლაინერს დიდხანს ჩხრეკდნენ და ბოლოს განაცხადეს, რომ შეტყობინება ბორტზე არსებული ბომბის თაობაზე ტყუილი აღმოჩნდა. თვითმფრინავმა გზა ვილნიუსის მიმართულებით ჩვეულებრივად განაგრძო.



ყველა მგზავრი თავის ადგილას იყო, ერთის გარდა. ბორტიდან ჩამოხსნეს ბელარუსი ოპოზიციური ჟურნალისტი, Telegram-არხ NEXTA-ს დამაარსებელი რომან პროტასევიჩი, რომელიც წლების მანძილზე ვილნიუსში ცხოვრობს.



ჯერ კიდევ ჰაერში ცხადი გახდა, რომ არავითარი ბომბი არაფერ შუაშია, როდესაც ავიალაინერი მინსკის მიმართულებით გადაამისამართეს, 26 წლის პროტასევიჩმა დანარჩენ მგზავრებს მიმართა და შეატყობინა, რომ მას სამშობლოში სასიკვდილო განაჩენი ელის.



„ის არ ყვიროდა, მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ აშკარად ძალიან შეშინებული იყო“,  - განაცხადა თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა მონიკა სიმკიენემ.



„ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, რომ ის მზადაა ფანჯარაში გადახტეს, რომ იღებოდეს“,  - ამბობს მეორე მგზავრი ედვინას დიმსა.



პროტასევიჩმა შექმნა დღეს ბელარუსში ძალზე პოპულარული და ხელისუფლებისთვის შემაწუხებელი ინტერნეტ-არხი NEXTA. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო მოძრაობის სასტიკი ჩახშობის შემდეგ ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ყველა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება დახურა და სოციალური ქსელი Telegram დარჩა ერთ-ერთ ბოლო პლატფორმად, რომლესაც ცენზურა ვერ შეეხო.




ბოლო წლების მანძილზე პროტასევიჩი ლიტვაში ცხოვრობდა, სამშობლოში კი მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო უშიშროების სამინისტრომ ის ტერორისტთა სიაში შეიყვანა.



23 მაისს პროტასევიჩი ბრუნდებოდა ვილნიუსში საბერძნეთიდან, სადაც ბელარუსული ოპოზიციის ლიდერთან სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან ერთად ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობდა. ათენის აეროპორტში მან ვიღაცა მელოტი კაცი შეამჩნია, რომელიც მას აშკარად უთვალთვალებდა, რაც ჩანს კიდეც მის მიერ გადაღებულ სურათებში.


პროტასევიჩის ფაქტიური გატაცების შემდეგ, კოლეგებმა მას საიტზე წვდომა დაუბლოკეს, იმისთვის რომ ხელისუფლებამ ამ გზით არხის 256 000 ხელმომწერთა შესახებ პირადი ინფორმაცია ხელში არ ჩაიგდოს. მათი დიდი ნაწილი ემიგრაციაში ცხოვრობს, თუმცა, როგორც ჩანს არც ეს არის უსაფრთხოების გარანტია.



„ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ბელარუსს გადაუფრენს, თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს“ - ამბობს ტიხანოვსკაია.



ეს ფაქტი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ადამიანები, რომლებიც დიდ სიმაღლეზე, სამგზავრო თვითმფრინავებში იმყოფებიან, ვერ იქნებიან ბოლომდე დაცულები. 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის საჰაერო სივრცეში პრორუსმა სეპარატისტებმა მალაიზიური „ბოინგი“ ჩამოაგდეს, რის გამოც 298 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ სამოქალაქო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიას ტრანზიტისთვის არ იყენებენ. სავარაუდოდ, იგივე ბედი ბელარუსსაც ელის.


nytimes.com

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ლუკაშენკო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up