2022 წელს, მსოფლიოს უდიდესმა ოქროს მომპოვებელმა Newmont-მა ოქროს წარმოება წინა წლის დონეზე შეინარჩუნა. წლის განმავლობაში კომპანიამ 6 მილიონი უნცია ოქრო და კიდევ 1,3 მილიონი უნცია ოქროს ეკვივალენტი სხვა ლითონები აწარმოვა.
2023 წელს Newmont გეგმავს 5,7-6,3 მილიონი უნცია ოქროს წარმოებას, სხვა ლითონების გამოკლებით და გრძელვადიან პერსპექტივაში 6,1-6,7 მილიონ უნციას მიაღწევს.
Newmont-ის ძირითადი ოპერატიული და ფინანსური მაჩვენებლების დინამიკა 2022 - 2021 წლებში ასეთია:
ოქროს წარმოება, მლნ უნცია - 5.956 - 5.971, დინამიკა 0%
AISC, $ უნციაზე - 1,211 - 1,062 - დინამიკა 14%
ოქროს საშუალო რეალიზებული ფასი, $1 უნციაზე - 1,792 - 1,788 - დინამიკა 0%
სხვა ლითონების წარმოება, მლნ უნცია ოქროს ექვივალენტზე - 1,275 - 1,252 - დინამიკა 2%
წმინდა მოგება (ზარალი), მილიარდი დოლარი - (0,459) - 1,109
კორექტირებული წმინდა შემოსავალი, მილიარდი დოლარი - 1,468 - 2,371 - დინამიკა 38%
კორექტირებული EBITDA, მილიარდი დოლარი - 4,550 - 5,963 - დინამიკა 24%
Capex, მილიარდი დოლარი - 2.131 - 1.653 - დინამიკა 29%
FCF, მილიარდი დოლარი - 1.067 - 2.613 - დინამიკა 59%
2019 წელს Newmont-მა ოქროს მაღარო Goldcorp-ი იყიდა, გაერთიანებული კომპანია ოქროს უმსხვილესი მწარმოებელი გახდა მსოფლიოში. ჯგუფის აქტივები ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და აფრიკაში მდებარეობს.