Newsweek: ამერიკის ეკონომიკა საგარეო ვალებზე დამოკიდებული ხდება

Newsweek: ამერიკის ეკონომიკა საგარეო ვალებზე დამოკიდებული ხდება

access_time2021-02-12 19:00:13

ამერიკის ეკონომიკა საგარეო ვალებზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება. მის ფუნქციონირებას სულ უფრო მეტი უცხოური სესხი სჭირდება.

 

ვაშინგტონში ამის თაობაზე სიმართლის თქმა არავის სურს და აშშ-ს საგარეო დავალიანების ხარისხის აღწერისთვის სხვადასხვა პოლიტკორექტული ფორმულირებები გამოიყენება. მაგალითად, „ჭარბი ხარჯების ტრაექტორია“ და „არადღევანდელი დღის პრობლემა“.

 

ამერიკელ პოლიტიკოსებს ვალებზე საუბარი არ უყვართ და ისინი ამ თემაზე რეალობის მიჩქმალვას კიდევ დიდი ხანი გააგრძელებენ. მათ შექმნილი რეალობის აღიარება არ სურთ - ამერიკის უზარმაზარი და მუდმივად ზრდადი დავალიანება - ეს კრიზისია, რომელიც ძალიან მალე კარებზე დააკაკუნებს.

 

რა თქმა უნდა, პანდემიის დროს სახელმწიფოს ვალები უნდა აეღო, წინაამღდეგ შემთხვევაში ეკონომიკა მოკვდებოდა, თუმცა, ვალები კონგრესის ფავორიტი პროექტების დაფინანსებას და ტრანსნაციონალური კორპორაციების პრობლემების გადაწყვეტას არ უნდა ხმარდებოდეს. პანდემიამ ამერიკის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა, ეკონომიკური კრიზისი კი ვალების კრიზისსაც აღრმავებს.

 

მთელმა მსოფლიო იცის, რომ ვალების აღება ამერიკისთვის ავადმყოფურ დამოკიდებულებად იქცა, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის მანძილზე. ქვეყანას საკუთარი თავის რჩენა ვალის ზრდის გარეშე არ შეუძლია.

 

აშშ-ს მშპ-ს ყოველ 1 დოლარზე საგარეო ვალი 1,27 დოლარს შეადგენს და ეს მაშინ, როდესაც უახლოეს წლებში მშპ-ს ზრდა მნიშვნელოვნად შემცირდება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი 1 ტრლნ. დოლარს გადააჭარბებს. პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები ამ მაჩვენებლის ზრდას ხელს უწყობს.

 


ეს კი მაშინ ხდება, როდესაც ბევრი ექსპერტი ამერიკის ვალების ტვირთს ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდ რისკად მიიჩნევს. ჯერ კიდევ დონალდ ტრამპმა კონგრესში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ამერიკა ვალების კრიზისის ზღვარზეა.

 

ჯერ კიდევ პანდემიამდე ამერიკა უპასუხისმგებლოდ ბევრს სესხულობდა,  მაგრამ პანდემიის პერიოდში ამ პროცესმა ეპიკური მასშტაბები მიიღო - შესაძლოა 2021 წელს ვაშინგტონმა 5 ტრლნ. დოლარის სახაზინო ვალდებულებები გამოუშვას, რაც ისედაც მძიმე ვითარებას ვალის კუთხით კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საგარეო ვალი ძირითადად მიმდინარე მოვლენებს ხმარდება და არა გრძელვადიან ინვესტიციებს და ინფრასტრუქტურას. ამ დროს მოგება, რომელიც ვალების პროცენტების გასტუმრებას უნდა ხმარდბოდეს წლიდან წლამდე მცირდება - შესაბამისად, ამერიკას ვალების აღება უბრალოდ ქვეყნის ფუნქციონირებისთვის უწევს.

 

პანდემიამდელ 3 წელს დონალდ ტრამპმა ეკონომიკური სასწაული უწოდა, მაგრამ ამ სასწაულის პერიოდში საგარეო ვალი 3 ტრლნ. დოლარით გაიზარა. პანდემიამ ამას კიდევ რამდენიმე ტრილიონი დაუმატა და ეს დასასრული არაა.

 

პოლიტიკოსები და ეკონომისტები ცდილობენ ყველა დაარწმუნონ, ამხელა ვალი  - ნორმალური მოვლენაა,  და როგორც ჩანს, ისინი ამას ახერხებენ - ამერიკელები მშვიდად უყურებენ იმას, რომ ეკონომიკური ზრდისთვის და უბრალოდ ყოველდღიური ხარჯების დაფინანსებაზე სულ უფრო მეტი ვალის აღება ხდება.

 

აშშ ვალების კრიზისშია, ქვეყანას აშკარად ვალების ზედოზირება აქვს, კონგრესს კი ახალი ვალების აღების გარდა არავითარი გეგმა არ გააჩნია.

 

გამოსავალი კი ერთია - ვალების აღება უნდა შეწყდეს, წინაამღდეგ შემთხვევაში ამერიკის ბანქოს სახლი დანგრევა და ამას გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება.

 

ერთ დროს ამბობდნენ, რომ ვალები, რომლებიც ჩვენ დღეს ვიღებთ, ჩვენი შვილიშვილების დასაფარი და შესაბამისად, მათი პრობლემა იქნება. თუმცა, ეს პრობლემა ჩვენია - ის ხომ ჩვენ შევქმენით.

 

წყარ: newsweek.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up