NFL-ის ვარსკვლავი, ოდელ ბექჰემ ჯუნიორი ხელფასს ბიტკოინში მიიღებს

NFL-ის ვარსკვლავი, ოდელ ბექჰემ ჯუნიორი ხელფასს ბიტკოინში მიიღებს

access_time2021-12-12 13:30:03

ამერიკის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ვარსკვლავი, ოდელ ბექჰემ ჯუნიორი ხელფასს ბიტკოინში მიიღებს, – ეს გადაწყვეტილება ამერიკული ფეხბურთის მოთამაშემ ახალ გუნდში, Los Angeles Rams-ში გადასვლის შემდეგ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებაში მნიშვნელოვან როლს Twitter-ის დამაარსებლისა და აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯეკ დორსის კომპანია Block-ი (ყოფილი Square-ი) თამაშობს – გარიგება Block-თან ასოცირებული კრიპტოსაფულის, Cash App-ის საშუალებით შედგა.

„ეს ახალი ერის დასაწყისია და აღსანიშნავად ამისა, მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ Cash App-ის დახმარებით ახალ ხელფასს ბიტკოინში მივიღებ“, – დაწერა ოდელ ბექჰემ ჯუნიორმა Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკული  ფეხბურთელი მის გამომწერებს $1 მილიონის ღირებულების ბიტკოინების გათამაშებას შეჰპირდა.

აღსანიშნავია, რომ ოდელ ბექჰემ ჯუნიორი არ არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელიც ხელფასს ბიტკოინში იღებს. ნოემბრის დასაწყისში მსგავსი გადაწყვეტილება Green Bay Packers-ის ვარსკვლავმა, აარონ როჯერსმა მიიღო – იმ დროსაც, შუამავლის როლი ჯეკ დორსის Cash App-მა შეასრულა. ცნობისთვის, ხელფასის ნაწილს კრიპტოვალუტაში ფეხბურთის ვარსკვლავი, არგენტინელი ლიონელ მესიც იღებს.

აღსანიშნავია, რომ Square-ი (აწ უკვე, Block-ი) ჯეკ დორსიმ ჯერ კიდევ 2009 წელს დააარსა, როცა Twitter-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობას პირველად დაემშვიდობა. იმ დროს კომპანიის ერთადერთი პროდუქტი ბარათების მობილური წამკითხველი იყო, რომელიც გამყიდველებს პროდუქტების გაყიდვის საშუალებას მობილური ტელეფონით აძლევდა. მას მერე კომპანია განვითარდა: დღეს Block-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტებით ვაჭრობა და ფულის გასესხებაც კი არის შესაძლებელი.



წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up