NGFS პაპუნა ლეჟავასთან ინტერვიუს აქვეყნებს

NGFS პაპუნა ლეჟავასთან ინტერვიუს აქვეყნებს

access_time2022-02-10 11:30:00

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელთან ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ (NGFS) მდგრადი დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.


ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის“ აერთიანებს სხვადასხვა ცენტრალურ ბანკებს. ორგანიზაციის მიზანს წევრებს შორის გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს.


NGFS-მა დაიწყო ინტერვიუების სერია, სადაც წევრი ქვეყნების წარმომადგენლები თემატურ საკითხებს განიხილავენ. პაპუნა ლეჟავამ აღნიშნული სერიის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. მისი განცხადებით, ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსური სისტემა, რომელიც სოციალური და გარემოსდაცვითი რისკების მართვას გულისხმობს და, ამასთანავე, მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.



როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯს 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის გამოქვეყნება წარმოადგენდა. გზამკვლევი ყველა იმ ნაბიჯს აერთიანებს, რომელსაც ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების, მათ შორის კლიმატის ცვლილების მიმართულებით დგამს. სამოქმედო გეგმაში აღწერილი ღონისძიებების უმრავლესობა განხორციელების პროცესშია. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები ინტეგრირებულია კორპორაციული ბანკების და ფასიანი ქაღალდების კორპორაციული მართვის კოდექსებში. ეროვნულმა ბანკმა ასევე შეიმუშავა ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები და შაბლონი, 2021 წელს კი მდგრადი დაფინანსების წლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიაზე და ფინანსური სექტორის კლიმატთან დაკავშირებული რისკების მიმართ მოწყვლადობის ანალიზზე. ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების დღის წესრიგი სხვა ეროვნულ სტრატეგიებსა და ინიციატივებსაც შეესაბამება.


„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როცა საქმე ისეთი გლობალური პრობლემის გადაჭრას ეხება, როგორიც კლიმატის ცვლილებაა, რომლის მოგვარებაც ერთი ქვეყნის მიერ შეუძლებელია, საჭიროა გლობალური კოორდინაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცენტრალურმა ბანკებმა და ფინანსურმა ზედამხედველებმა კლიმატთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიტიკისა და რეგულაციების მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევები აჩვენეს, ეს თემა ჯერ კიდევ შედარებით ახალია და აშკარაა საერთო მიდგომებისა და სტანდარტების საჭიროება. ამიტომ აუცილებელია ცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ლიდერობის ფუნქციას იტვირთავს და სხვადასხვა მოთამაშეს გააერთიანებს. NGFS-მა ეს როლი წარმატებით შეითავსა. NGFS-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპები ფასდაუდებელია ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველებისთვის. ეროვნულ ბანკში ვითვალისწინებთ NGFS-ის რეკომენდაციებს და ასევე სხვა წევრების გამოცდილებას“, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up