NGO: თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს

NGO: თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს

access_time2020-07-03 12:16:03

თამბაქოს ინდუსტრია პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესვლას გეგმავს, – ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ინდუსტრიის ინტერესებს, ააიპ „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ წარმოადგენს.


„ორგანიზიაცია, რომლის მისიაც თურმე მხოლოდ ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციაა, რატომღაც მისივე ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოდის. მთავრობისადმი მიმართვაში თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების გახანგრძლივებას და პროდუქციის შიდა ხილვადობის 2021 წლის 1 იანვრიდან აკრძალვის ნაცვლად, 2024 წლის 1 იანვრამდე გადაწევას ითხოვს“, – განმარტავენ ალიანსში.


ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ინიციატივა როგორც საკანონმდებლო წინადადების სახით განხილვაც კი, მიუღებელია და კონკრეტულ არგუმენტებსაც აყალიბებს:


ამ ფორმით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის აკრძალვა აუცილებელია, რათა პროდუქციის დიზაინმა და შეფუთვამ გავლენა არ მოახდინოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე. მით უფრო მაშინ, როდესაც თამბაქო უმეტესად ბავშვთა კვების პროდუქტებთან ერთად განლაგებულია და ცრუ წარმოდგენას ქმნის, თითქოს ჩვეულებრივი ჯანსაღი პროდუქტია. ჩამოყალიბებულმა მწეველმა კარგად იცის რასაც ეწევა და მაღაზიაში თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება არ სჭირდება.



თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს თამბაქოს პოპულარიზაციის ყველა ფორმა ჯერ კიდევ 2011 წლის 15 მაისამდე უნდა აეკრძალა. მოგვიანებით, 2017 წლის 17 მაისს, ხალხის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული თამბაქოს კონტროლის კანონის მიღებიდან გადაწყდა, რომ თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობა 2021 წლის 1 იანრიდან ანუ კანონის მიღებიდან 2,5 წლის შემდეგ აიკრძალებოდა. საკმარისი დროა საიმისოდ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ბიზნესი მომზადებული შეხვდეს;


აბსურდულია მტკიცება, თითქოს თამბაქოს დახლები, სტენდები, ან ყუთები აღარ იარსებებს და მაღაზიები დაზარალდება. თამბაქოს კომპანიები ამა თუ იმ მაღაზიაში მათი ნაწარმის რეალიზაციის შესაძლებლობისათვის იხდიან თანხას და შესაბამისად თამბაქოს ნაწარმის სარეალიზაციო სტენდებსაც არავინ მოშლის. შესაბამისად, 2021 წლის 1 იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმი ჟალუზებით ან ფარდით დაფარულ სივრცეში განლაგდება და ჩვეულებრივად გაიყიდება.


ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათთან გაწევრებულია 800-მდე მაღაზია. რაც ქვეყანაში არსებული მაღაზიების მხოლოდ 10 %-ია. გამოდის, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მქონე ორგანიზაცია მხოლოდ 10 % -ის ინტერესს ახმოვანებს. ამასთან, უცნაურია, რომ ეს ინტერესი ეწინააღმდეგება „ქართული მაღაზიის“ ინტერესს, გაყიდოს მხოლოდ ჯანსაღი და ქართული პროდუქცია. ასოციაციას შევახსენებთ, რომ სავაჭრო სივრცეში თამბაქოს პროდუქციის სარეალილზაციო სტენდებს და შესაბამის ყუთებს მხოლოდ იმპორტიორი კომპანიები ამონტაჟებენ.
ასოციაციის დონორთა შორის არის აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოც (USAID), რომლის დაფინანსებითაც ქართული ჯანსაღი პროდუქციის პოპულარიზაციას აპირებენ. რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით განზრახული საკანონდებლო ინიციატივა. ამასთან, USAID – ის და ყველა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის რეგულაცია კრძალავს გრანტის მიმღები ორგანიზაციების თამბაქოს ინდუსტრიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირს, ან მათი ნაწარმის პოპულარიზაციას. ამას კრძალავს ქვეყნის კანონმდებლობაც და შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მიმართავს შესაბამის სახლემწიფო სტრუქტურებს, გამოიკვლიონ ამ ასოციაციის თამბაქოს ინდუსტრიასთან უკანონო კავშირები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ასოციაცია ხელს უწყობს იმ პროდუქტის პოპულარიზაციას, რომელიც განსაკუთრებით ამძიმებს კორონავირუსით დაავადებულთა მდგომარეობას და 2,5-ჯერ ზრდის სიკვდილობას მწეველებში, ვიდრე არაწეველებში.


თამბაქოს კონტროლის ალიანსი მიმართავს პარლამენტსა და მთავრობას არ მისცეს მსვლელობა ასოციაციის წინადადებას, რომელიც არ ეყრდნობა მტკიცებულებას და საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.


ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს USAID-ს და ასოციაციის სხვა დონორ ორგანიზაციებს, შეუჩერონ საგრანტო პროგრამები ასოციაციას, იმ დრომდე, ვიდრე ისინი ოფიციალურად არ განაცხადებენ, რომ თამბაქოს ნაწარმის ან კომპანიების პოპულარიზაციას არ მიმართავენ.


„ბიზნესპარტნიორი“




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up