მოვუწოდებთ რუსეთის პრეზიდენტს, სასწრაფოდ დაასრულოს ომი. პუტინი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზე, რაც დღეს უკრაინაში ხდება და ის რუსეთის ფედერაციაა.
„რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინია ყველაფერზე პასუხისმგებელი. დასავლეთს არანაირი პასუხიმგებლობა არ ეკისრება. მოვუწოდებთ რუსეთის პრეზიდენტს, სასწრაფოდ დაასრულოს ომი. პუტინი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ნიდერლანდებმა პირველმა დაიწყო უკრაინის შეირაღებული ძალების დახმარება. ჩვენ დავაწესეთ სანქციები და უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ უნდა განვიხილოთ, როგორ დავეხმაროთ პრეზიდენტ ზელენსკის დღეს, ხვალ და ზეგ. რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს გრძელვადიანი პროცესია. ევროკომისიაზე ანგარიშის მომზადება, რათა მათ განაცხადის შესაბამისად შეფასება მოამზადოს, შემდეგ ევროპულმა საბჭომ უნდა შეაფასოს. ამას დასჭირდება თვეები და შეიძლება წლები. მოდით მოკლევადიან გეგმებზე ვიმსჯელოთ, თუ რა გავაკოთ თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განაცხადა მარკ რუტემ.
imedinews.ge