ნიდერლანდებში €200 მილიონის რუსული აქტივებია გაყინული

ნიდერლანდებში €200 მილიონის რუსული აქტივებია გაყინული

access_time2022-03-19 09:53:19

ნიდერლანდებში გაყინული რუსული აქტივების ღირებულებამ 200 მილიონ ევროს მიაღწია.

როგორც ადგილობრივი გამოცემა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის კლაას ნოტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, საინვესტიციო და საპენსიო ფონდებში ექვსი მილიონი ევროს რუსული აქტივები იყო გაყინული, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გავყინეთ ან დავაკავეთ 200 მილიონ ევროზე მეტი“,- განაცხადა კლაას ნოტმა.

მისივე თქმით, ნიდერლანდებში რუსეთთან კავშირების უმეტესობა სატრასტო კომპანიების მეშვეობით ხორციელდება, მაგრამ აქტივები არ მდებარეობს ნიდერლანდებში და შესაბამისად, ეს ამცირებს დასაბლოკი რუსული აქტივების რაოდენობას.

შეგახსენებთ,  უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო იაპონიამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

იაპონია

იაპონია სანქციებს დაუწესებს 15 ფიზიკურ და 9 იურიდიულ პირს, მათ შორის თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს და შეიარაღების სახელმწიფო ექსპორტიორ როსობორონექსპორტს. 

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას. ის ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელ მარია ზახაროვას, ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის რვა მოადგილეს.


მთლიანობაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, იაპონიამ სანქციები დააწესა 76 ფიზიკური პირის, 7 ბანკისა და 12 სხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ. 

ახალი ზელანდია

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალმა ზელანდიამ სანქციები 13 ფიზიკურ პირს დაუწესა. მათ შორისაა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის უშიშროების საბჭოს 12 წევრი, 1 ბანკი და 18 სხვა ორგანიზაცია. 

სანქციები გულისხმობს მათთან თანამშრომლობის აკრძალვას, აქტივების გაყინვას და გემებისა და თვითმფრინავების ქვეყანაში შესვლის აკრძალვას. გარდა ამისა, ახალმა ზელანდიამ აკრძალა კიდევ 364 პოლიტიკოსისა და სამხედრო მოსამსახურის ქვეყანაში შესვლა. 

ავსტრალია

ავსტრალია სანქციებს აწესებს 11 რუსული ბანკისა და სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის სუვერენულ ვალს. 

ისინი ერთად შეადგენენ რუსეთის ფედერაციის ყველა საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს და მოიცავს Sberbank-ს, Gazprombank-ს, VEB-ს, VTB-ის, Rosselkhozbank-ს, Sovcombank-ს, Novikombank-ს, Alfa-Bank-სა და Credit Bank-ს. 

ავსტრალიამ ასევე გააძლიერა სანქციების ზეწოლა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებზე. 

“გარდა 41 ოლიგარქისა და ოჯახის უახლოესი წევრებისა, ჩვენ უკვე დავაწესეთ მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და სამოგზაურო აკრძალვები, ავსტრალიამ ახლა დაამატა ორი მილიარდერი, რომლებიც დაკავშირებულია ავსტრალიის ბიზნეს ინტერესებთან - ოლეგ დერიპასკა და ვიქტორ ვექსელბერგი”,- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up