ნიგოზას ქარის ელექტროსადგური წინასამშენებლო ფაზაშია

ნიგოზას ქარის ელექტროსადგური წინასამშენებლო ფაზაშია

access_time2022-11-10 09:00:19

რადიო „კომერსანტის“ ეთერში ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე ანი ჯანუყაშვილმა განაცხადა, რომ ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტების წასახალისებლად გასულ კვირას მთავრობამ კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო წახალისების სქემა შემოგვთავაზა.

„ეს სქემა, ელექტროსადგურის ოპერირებიდან 15 წლის განმავლობაში, კონკრეტულ მხარდაჭერას გულისხმობს. ეს მხარდაჭერაა - ბაზარზე დაფიქსირებულ წონასწორობის ფასსა და შემოთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურება, რაც რეალური ინვესტორებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება,“ განაცხადა ანი ჯანუყაშილმა.

  

მისი თქმით, ენერგეტიკის განვითარების ფონდ პირველ მსხვილმასშტაბიან მზის ელექტროსადგურზე მუშაობს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და Abu Dhabi Future Energy Company pjsc – Masdar-ს შორის, გასული წლის ბოლოს, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოში 100 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის პროექტის ერთობლივი განვითარების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ კომპანია Masdar-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა.

 


ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თქმით, წინასამშენებლო ფაზაშია 50-მგვტ-იანია ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტიც სოფელ ნიგოზაში, რომელსაც ქართული მხარე თურქულ კომპანია „ჩალიკ ენერჯისთან“ ერთად ახორციელებს.


როგორც ანი ჯანუყაშვილი ამბობს, თუნდაც ამ ახალი წახალისების სქემების არსებობით, ბევრად უფრო გააქტიურდება ეს მიმართულება და გვექნება არა ერთი, არამედ მრავალი ქარის ელექტროსადგური.


ნიგოზას ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლში ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ უნდა აშენდეს. მისი დადგმული სიმძლავრე - 50 მგვტ-ი, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 195 მლნ. კილოვატი საათი იქნება. პროექტის განხორციელება დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარი დაჯდება.

 

როგორც ანი ჯანუყაშვილი ამბობს, კონკრეტული თარიღები, როდის დაიწყება ელექტროსადგურების მშენებლობა და როდის დასრულდება, ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up