მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა Nike-მა ექიმებისა და ექთნებისთვის დამცავი ფარები გამოუშვა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.
კომპანიამ გადაწყვიტა ისეთი დამცავი ფარები დაემზადებინა, რომელსაც ორეგონის მეცნიერებისა და ჯანდაცვის უნივერისიტეტის ექიმები ატარებენ. Nike-ს დიზაინერებმა ისინი იმ მასალისგან შექმნეს, რომელსაც ბოტასებისთვის იყენებენ.
კომპანიამ დამცავი ფარების პირველი პარტია ორეგონის უნივერისტეტს 3 აპრილს გაუგზავნა. მათ ეტაპობრივად სხვა სამედიცინო დაწესებულებებსაც გადასცემენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge