აშშ, იაპონია, კანადა, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფილიპინები და სინგაპური შეთანხდნენ შექმნან კოლექტიური მონაცემთა გაცვლის სისტემა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემების, რომელიც დახურული იქნება რუსეთისა და ჩინეთისთვის. ის მოწოდებულია შეცვალოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სტრუქტურა, რომელშიც შედიან ჩინეთი და რუსეთიც. ამის შესახებ იაპონური გაზეთი Nikkei წერს.
სამომავლოდ ინფორმაციის გაცვლის ამ სისტემაში მოიწვევენ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის წევრები, კერძოდ კი, ბრაზილიას და დიდ ბრიტანეთს. ამის საფუძველზე იგეგმება შეიქმნას დიდი მოცულობის მონაცემთა გაცვლის სტრუქტურა, რომელიც შეეხება ასევე ეკონომიკურ მონაცემებს. ის თავისი მასშტაბებით გაუტოლდება ისეთ მექანიზმს რომელიც მოქმედებს ევროკავშირში.
ამ სისტემის გამოყენება დაგეგმილია სამომავლოდ ელექტრონული ვაჭრობის სფეროში და უპილოტო სატრანსპორტო საშუალებების კონტროლისთვის რეგიონალური მასშტაბით.