სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.
„ამრიგად, წინასწარი შედეგების თანახმად, ახლადარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (სულ მცირე, 71 დეპუტატი) ექნება და ჩემი ხელმძღვანელობით შექმნის მთავრობას“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა. გამარჯვება ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ მოიპოვა. „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხმების 53.92 % მიიღო. მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელსა მხარი ამომრჩეველთა 21.04%-მა დაუჭირა. მესამე ადგილს კი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“ იკავებს, რომელმაც 5.23% მიიღო.
imedinews.ge