სომხეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და ახლა დადგა დრო, ხელისუფლება თავის მნიშვნელოვან დღის წესრიგზე გადავიდეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში რუმინეთის, ავსტრიის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ევროკავშირის პროგრამის - აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელმძღვანელი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, რომლებიც მანამდე აზერბაიჯანს სტუმრობდნენ.
ფაშინიანის თქმით, დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა ევროკავშირთან ურთიერთობა, კერძოდ კი, გაფართოებისა და ყოვლისმომცველი პარტნიორობის შეთანხმების პუნქტების რეალიზაცია.
ფაშინიანის თქმით, ომის შემდგომმა ვითარებამ, ასევე განვლილმა არჩევნებმა აჩვენა სომხეთში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა.
IPN.GE