სომხეთის პრემიერის თქმით, რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ ნაკირს ვალდებულებებს, საუბარია ლაჩინის კორიდორის კონტროლზე.
ფაშინიანმა ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოები ვალდებულები არიან გააკონტროლონ ლაჩინის კორიდორი და უზრუნველყონ შეუფერხებელი კავშირი სომხეთსა და ყარაბაღს შორის.
სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, ეს ვალდებულებები არ სრულდება. სამმხრივ შეთანხმებას, აზერბაიჯანის გარდა, არ ასრულებენ რუსი სამშვიდობოებიც. რა თქმა უნდა, ეს აზერბაიჯანის ქმედებებს უკავშირდება, მაგრამ ამით აზრი არ იცვლება, რადგანაც სამშვიდობო ძალები პასუხისმგებლები არიან, აღკვეთონ მსგავსი უკანონობა,- თქვა ფაშინიანმა.