ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან დიეგოში ATP250 კატეგორიის ტურნირი პირველ წრეში დაასრულა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირის პირველ წრეში ორ სეტში წააგო იტალიელ ლორენცო სონეგოსთან – 3:6, 4:6. შეხვედრა საათი და 21 წუთი გრძელდებოდა.
2020 წლის რომის მასტერსზე გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა, ხოლო 2021 წელს ბასილაშვილმა სონეგოს ტოკიოს ოლიმპიადაზე სძლია.
სონეგოსთან ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი 1:2-ს აგებს.
imedinews.ge