ნიკოლოზ ჩიქოვანი ე.წ. ტრესტის შესახებ: „გადავწყვიტეთ, მისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა“

ნიკოლოზ ჩიქოვანი ე.წ. ტრესტის შესახებ: „გადავწყვიტეთ, მისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა“

access_time2021-02-05 20:21:55

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შენობა ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და, ძირითადად, ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული.

„ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ,  რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს.

რა უძღვოდა წინ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, სად გააგრძელებს კომპანიის ადმინისტრაცია საქმიანობას, რა ბედი ეწევა შენობას, რომელსაც თითქმის 100-წლიანი ისტორია აქვს და როგორ შეხვდნენ ჭიათურელები ახალ ინიციატივას, ამ და კომპანიის ბიზნესსაქმიანობის წარმართვის სხვა ეფექტურ ფორმებზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი გვესაუბრა:


თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ აზრს, თითქოსდა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ე.წ. ტრესტის შენობას ისტორიული ფუნქცია დაუკარგა. კომპანიას აღნიშნული შენობა არც გაუსხვისებია და არც მის დანგრევას აპირებს. პირიქით, ჩვენ გადავწყვიტეთ მისთვის ახალი სიცოცხლე და ახალი შესაძლებლობები მიგვეცა. „ჯორჯიან მანგანეზი“ არის კერძო კომპანია, ის გამოდის თავისი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა,  ითვალისწინებს რეგიონის ინტერესებს. კომპანიამ ამ მომენტში ჩათვალა, რომ თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის ამხელა მოცულობის შენობა არ სჭირდება, ამიტომ გადავიდა სხვა შენობაში. არც ჩვენთან დასაქმებულებისთვის შეცვლილა რამე, მათ უბრალოდ სამუშაო გარემო შეიცვალეს და გადავიდნენ სხვა შენობაში. 

რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი? 


ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან ადმინისტრაციის გასვლის საფუძველი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გახდა. რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, კომპანიის საწარმოო ობიექტები მმართველობაში კერძო ფირმებს გადავეცით, ეს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის ეფექტური ფორმაა, რამაც მენეჯმენტსა და  დასაქმებულ პირთა ურთიერთობა მოქნილი, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა უფრო ქმედითი გახადა. ეს არ არის „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მოგონილი პრაქტიკა, ეს მსოფლიო პრაქტიკა და თანამედროვე მიდგომაა. 

ეს არ არის ერთი დღის, ან ერთი კვირის ნაფიქრალი თემა, ეს გადაწყვეტილება ბევრი ფიქრის, კონსულტაციებისა და შეხვედრების შემდეგ მივიღეთ.


ვინ განთავსდება შენობაში და რამდენად არის რეალობასთან ახლოს, იმ სიახლეების დანერგვის იდეა, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“ გააჟღერა?



შენობას ექნება საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა და, ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე. ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორია, თუკი ვიქნებით ორიენტირებული მომავალზე და ხვალინდელ დღეზე. ხვალინდელი დღე არიან დღევანდელი ახალგაზრდები, დღევანდელი ბავშვები... როცა ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, რა თქმა უნდა, უპირველესად ახალგაზრდების განვითარებასა და საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერებას ვგულისხმობთ, ასევე რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის ტურიზმის, კულტურის, სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარების მიმართულებით და აქ რასაკვირველია აუცილებელია კვალიფიციური კადრების არსებობა, საჭიროა მათთვის შესაბამისი პირობების შექმნა... ჩვენ გვინდა, ახალგაზრდებს მივცეთ არჩევანი, თუ რა გააკეთოს ხვალ, რა პროფესია აირჩიოს, როგორ განვითარდეს და ა.შ.

დღეს ჩვენ რას ვეუბნებით ახალ თაობას?! დღეს ახალგაზრდა ამთავრებს სკოლას და ან იწყებს ამ სფეროში მუშაობას, ან მიდის სხვა ქალაქში და სხვაგან იწყებს ცხოვრებას, მუშაობას და ა.შ.  ჩვენ ამ ახალგაზრდული ცენტრით გვინდა, რომ არჩევანის საშუალება ჰქონდეს მომავალ თაობას - გადაწყვიტოს რა უნდა, რა კუთხით უნდა რომ განვითარდეს... და ბოლოს მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩეს თავისივე ქალაქში, იმუშაოს სხვა სფეროში და არა მადნის მოპოვებაში. კი ბატონო, ჩვენს კომპანიაშიც გვყავს იურისტები, ბუღალტერები, არქიტექტორები, მაგრამ იქნებ სხვა რამ უნდა? იქნებ სხვა არჩევანი უნდა რომ გააკეთოს, მივცეთ არჩევანის საშუალება... ზუსტად ეს არის ხვალინდელი დღე და ამ შენობის დათმობით დაიწყება ამ ახალგაზრდებისთვის ხვალინდელი დღისთვის მომზადება  და სწორი არჩევანის გაკეთების საშუალება.  


შენობის დათმობა ახსენეთ, რომ დავაკონკრეტოთ, ვის საკუთრებაში რჩება აღნიშნული შენობა?


ეს შენობა არის კერძო საკუთრება, „ჯორჯიან მანგანეზის“ საკუთრება. მე ვარ სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული სპეციალური მმართველი, შესაბამისად, სხვის საკუთრებას მე ვერ შევეხები, თუმცა ფუნქციონალს შეუცვლით ამ შენობას და იმის მაგივრად, რომ ამხელა შენობა, რომელიც კომპანიის მხრიდან ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებლითაა დატვირთული, გადავცემ უფრო ფართო საზოგადოებას, ამ შემთხვევაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს. საკუთრებას მე ვერ შევეხები, რადგან პატივს ვცემ სხვის საკუთრებას. 


ამ პროცესებს რომელიც საგანმანათლებლო ახალგაზრდული მიმართულებით უნდა განვითარდეს ამ შენობაში და რომელსაც თქვენ უთმობთ ახალგაზრდებს, ვინ გაუწევს კოორდინაციას? ასევე, საინტერესოა პროექტების დაფინანსებაში თუ მიიღებს „ჯორჯიან მანგანეზი“ მონაწილეობას?


შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ პროცესებს უხელმძღვანელებს და წარმართავს. თუმცა, აქ იქნება ბევრი სხვადასხვა პროფილური მიმართულება და არამხოლოდ ერთი. ეს იქნება ღია შენობა. ასევე, არსებობს იდეა, რომ შენობაში განთავსდეს მუზეუმი, რომელიც ქალაქში ორი გვაქვს.  ეს იქნება მართლა საზოგადოებრივი ადგილი, სადაც ნებისმიერ ჭიათურელსა თუ ნებისმიერ სტუმარს ექნება ამ ისტორიული შენობით სარგებლობის საშუალება.

რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენ არ გვინდა ახალგაზრდების ჯგუფის მმართველობაში ჩავერიოთ. გვინდა რომ მივცეთ თავისუფლება და მათ თავად გადაწყვიტონ მიმდინარე ყოველდღიური საკითხები. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული და ამ კუთხით მხარდაჭერას რაღა თქმა უნდა გავაგრძელებთ. თუ ეს ყველაფერი მიიღებს სისტემურ ხასიათს და ამ შენობაში განხორციელდება, რა თქმა უნდა, ეს  ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო იქნება.


მენეჯმენტმა დატოვა ეწ ტრესტის ადმინისტრაციული შენობა, ეს ფაქტი ხომ არ ნიშნავს იმას რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან?


არა რა თქმა უნდა. განვმეორდები, „ჯორჯიან მანგანეზს“ არ აქვს ამ მოცულობის ფართის საჭიროება, ვერ იკავებს მთელ ამ ტერიტორიას და შესაბამისად, გადავიდა სხვა ფართში. ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს ორიენტირებული უკეთესი მომავლისკენ. თუ მოსახლეობას გაუჩნდა კომპანიასთან დაკავშირების სურვილი, შეუძლიათ მობრძანდნენ ახალ შენობაში, ასევე, არსებობს სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, ტელეფონი, სოციალური ქსელები, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.

გავრცელდა ინფორმაცია რომ შენობაში განიხილებოდა სასტუმროს გახსნა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს? იგეგმებოდა მსგავსი რამ?

მეც გავიგე ეს ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ მსგავსი არაფერი განიხილება და არც განიხილებოდა. 


ხომ არ იგეგმება შენობის გარე ფასადის რეკონსტრუქცია?


როცა ამ შენობის მოვლაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ფასადის მოვლასაც... ამას გვაჩვენებს ხვალინდელი, ზეგინდელი დღე... ძალიან მინდა ეს შენობა ვნახო დატვირთული, დაკავებული, მინდა ყველა ოთახი ფუნქციონირებდეს, იყოს სხვადასხვა სტუდიები. ეს შენობა ყველასთვის და ყველა იდეისთვის იქნება ღია, ოღონდ იყოს ისეთი იდეა, რომელიც ადგილობრივებს, ჭიათურელებს გამოადგება და ცხადია მხარდაჭერილი იქნება „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ. ამ შენობას მნიშვნელობას არ ვუკარგავთ და არ ვაკნინებთ, პირიქით, ვაძლიერებთ. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა თუ ვიფიქრებდით ამ შენობისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up