ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა  2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში

ნიკოლოზ გაგუა: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში

access_time2020-10-14 16:00:00

საქართველომ შეინარჩუნა რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვის შეფასებისას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


ნიკოლოზ გაგუას თქმით, მიმოხილვაში, ზოგადად, ასახულია ის ეკონომიკური დინამიკა, რაც მიმდინარე წელს გამოიკვეთა მსოფლიო მასშტაბით, ასევე, საუბარია საშუალოვადიან პერსპექტივაზე.


„საქართველოს შემთხვევაში, აშკარად გამოიკვეთა 2021-2025 წლების დადებითი დინამიკა. ჩვენი ქვეყანა ამ პერიოდში, დაახლოებით, 5.5%-ით გაიზრდება და ეს მაჩვენებელი იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში. ჩვენი ეკონომიკური აღმავლობისა და გამოცოცხლების მიზეზად, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე ფაქტორი: ჩვენ მიმდინარე წელს შევინარჩუნეთ საკმაოდ მაღალი ინფრასტრუქტურული მშენებლობის ტემპი და ეს ტემპი გაგრძელდება იმ უმნიშვნელოვანესი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე, ჩვენ შეინარჩუნეთ რეფორმატორი ქვეყნის იმიჯი და განვახორციელეთ რეფორმები, რომელიც მომავალი წლიდან ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამავე დროს, მიმდინარე წელს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები და მიღწეული შედეგი, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა ეჭვქვეშ არ დგას, რაც დადასტურებულია როგორც თავად საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე ავტორიტეტული საკრედიტო სარეიტინგო ორგანიზაციების შეფასებებში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.



როგორც ცნობილია, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up