ნიკოლოზ გამყრელიძე: DRG მეთოდის სამ თვეში დანერგვა რთული საკითხია

ნიკოლოზ გამყრელიძე: DRG მეთოდის სამ თვეში დანერგვა რთული საკითხია

access_time2022-05-16 12:30:00

ჯანდაცვის სექტორი დაფინანსების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლის სწრაფ პროცესს სკეპტიკურად უყურებს.


როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ გამყრელიძე აცხადებს, DRG მოდელზე გადასვლას გრძელვადიანი პერიოდი და გამართული სტატისტიკური მონაცემები სჭირდება.


„DRG მეთოდი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა მის დანერგვას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. DRG სისტემა მთლიანად ეწყობა სტატისტიკურ მოდელებზე, ამიტომ მას ასევე საკმაოდ მძლავრი სტატისტიკა სჭირდება. არ ვიცი, ეს სტატისტიკა რამდენად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ 2 წელზე მეტია პანდემიაში ვიყავით. პანდემია დომინირებდა ჯანდაცვის სექტორში და სტანდარტული დაავადებების სტატისტიკა რთული მოსაპოვებელია. თუმცა, თუ ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, ესეიგი არსებობს და იმედია, მას მალე ვნახავთ“,- აღნიშნა გამყრელიძემ.


მისივე თქმით, პრობლემები ჯანდაცვის სექტორში 2019 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ე.წ 520-ე დადგენილება ამოქმედდა.



„ამ დადგენილებამ ძალიან დიდი წნეხი შეიტანა ჯანდაცვის სექტორში და ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდა ამ 2 წელიწადში. პანდემიიდან გამოსვლის პროცესში ამ წნეხმა ბევრ კლინიკაში იჩინა თავი და ეს ასეც გაგრძელდება. ამიტომ არის კლინიკებიდან აქტიური თხოვნა, რომ არ დაველოდოთ DRG-ის და რაღაც შუალედური გადაწყვეტილება მივიღოთ. სამ თვეში რომ DRG მოდელი დაინერგება, ეს ცოტა რთულად მიმაჩნია. შეიძლება გარკვეულ სპეციალობაში ეს მოხდეს, მაგრამ მთელი სექტორის მასშტაბით ეს ცოტა რთული იქნება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ისიც, რამდენად გამოასწორებს არსებულ ვითარებას DRG მეთოდი.


ვისურვებდი, რომ ამ მოდელზე მუშაობისას მეტი კომუნიკაცია იყოს, რომ ეს სექტორისთვის სიურპრიზი არ იყოს. ჩვენც შეგვიძლია ამ საქმეში წვლილის შეტანა, რადგან სტატისტიკას ჩვენც ვაწარმოებთ და შეგვიძლია გავუხსნათ სამინისტროს მონაცემები. მეტი პარტნიორობით უნდა მივიღოთ ეს შედეგი. რაც შეეხება შუალედურ შედეგს, საუბარი იყო, რომ 520-ე დადგენილება რაღაც ეტაპზე გადაიხედებოდა. მაგრამ ჯერ, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა“,- განაცხადა გამყრელიძემ.


ცნობისთვის, DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზისა და სხვა რამდენიმე ფაქტორზე დაფუძნებით განსაზღვრავს. ასეთი შეიძლება იყოს ასაკი, სქესი, გეოგრაფიული ლოკაცია და სხვა.


business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up