ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

ნიკოლოზ გამყრელიძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის დირექტორის თანამდებობას ტოვებს

access_time2022-07-29 18:45:23

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ მის ჰოლდინგურ კომპანიაში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ (GHG), აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებების შესახებ განაცხადა. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს ნიკოლოზ გამყრელიძე. აღნიშნულ პოზიციას ირაკლი გოგია დაიკავებს, რომელიც „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“, გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდათ, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით.


აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ გამყრელიძე აღარ დაიკავებს საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის პოზიციას 2023 წლის მაისში (როგორც აქამდე იყო დაანონსებული). „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭო დროულად გამოაცხადებს დამატებით განახლებას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. ირაკლი გილაური, როგორც მანამდე იყო გამოცხადებული, 2023 წლის მაისამდე, რჩება კომბინირებულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და გენერალური დირექტორის პოზიციაზე.



„ნიკოლოზ გამყრელიძე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ჯგუფში შემავალი კომპანიების მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მან პირადად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ჯანდაცვის განვითარებაში. მან შექმნა შესანიშნავი ბიზნესი, რომელსაც აქვს საუკეთესო საოპერაციო სერვისი, რომელიც არის თანამიმდევრული, მომგებიანი და ორიენტირებული ზრდაზე. ის ასევე, აქტიურად იყო ჩართული საქართველოში გლობალური პანდემიის მართვაში ბოლო 2 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, მის მიერ შეტანილი წვლილისთვის და გამორჩეული მიღწევებისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო საუკეთესო გუნდი, რომელიც მან შექმნა და განავითარა. GHG-ის გენერალური დირექტორის პოზიციას დაიკავებს ირაკლი გოგია, რომელიც სწორედ ამ გამორჩეული გუნდის წევრია“- განაცხადა „საქართველოს კაპიტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი გილაურმა.


„ჩემითვის პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი, მთელი მისი წარმატებით, ბოლო 7 წლის განმავლობაში. მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი გოგიას და მთელ გუნდს“- განაცხადა ნიკოლოზ გამყრელიძემ.

bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up