საინვესტიციო ჰოლდინგ „საქართველოს კაპიტალის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ირაკლი გილაურს მისი უკვე ყოფილი მოადგილე და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ჩაანაცვლებს.
ინფორმაციის თანახმად, ირაკლი გილაური მომავალი წლიდან აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.
ირაკლი გილაური ამბობს, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
ნიკოლოზ გამყრელიძე „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრი 2021 წლის 2 მარტს გახდა.