ნიკოლოზ ჩიქოვანი: გაჩერების წინაპირობა არ გვაქვს

ნიკოლოზ ჩიქოვანი: გაჩერების წინაპირობა არ გვაქვს

access_time2020-12-04 10:58:00

კოვიდპანდემიამ, შესაბამისად დაწესებულმა შეზღუდვებმა და რეგულაციებმა პრობლემები „ჯორჯიან მანგანეზსაც“ შეუქმნა. 


როგორც კომპანიის სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებს, სეროზული პრობლემები და სირთულეები გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პანდემიის გამო „ჯორჯიან მანგანეზის პროდუქციაზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებზე, დაახლოებით 25%-ით შემცირდა.


როგორც ჩიქოვანი განმარტავს, ეს ფაქტი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საწარმოო პროცესის თითქმის განახევრების მიზეზი გახდა. ამან კი, საბოლოო პროდუქტის თვითღირებულების ზრდა განაპირობა. ამავდროულად, ჯორჯიან მანგანეზის საწარმოო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ კომპანიის ხარჯი ბუნებრივად გაზარდა, რაც ასევე აისახა წარმოების თვითღირებულების ზრდაზე.


თუმცა, ჩიქოვანის თქმით, პრიორიტეტი დღეს ადამიანის ჯანმრთელობაა და „ჯორჯიან მანგანეზი“ კვლავაც გააგრძელებს ყველა იმ მითითების შესრულებას, რაც ვირუსის გავრცელებას შეაფერხებს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ 2021 წელი ნაკლებად პრობლემური იქნება და პანდემიაც დასრულდება.



ჩიქოვანის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს, გარკვეულწილად, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებიც იძლევა, არსებობს ახალი პარტნიორების მოძიების შესაძლებლობა, გასაღების ახალი ბაზრების ძიება და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის პირველ კვარტალში კომპანიას საკმაოდ კარგი შედეგები ექნება.


„იმედი გვაქვს, რომ ბაზარი გაიზრდება და ჩვენც ჩავრთავთ მთელ სიმძლავრეებს“, - აცხადებს ჩიქოვანი.


მისი თქმით, ამ დარგის მნიშვნელობას ქართული ეკონომიკისთვის, სახელმწიფოც კარგად აცნობიერებს და მისი მხარდაჭერა ყოველთვის იგრძნობოდა და იგრძნობა. თანადგომის ერთ-ერთ მაგალითად ჩიქოვანს საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათი მოჰყავს. როგორც ის აცხადებს, ამ ეტაპზე, როგორც ჭიათურაში ასევე ზესტაფონში მდებარე საწარმოებში კიდევ უფრო გამკაცრებულია უსაფრთხოების ნორმები, იქნება ეს თერმოსკრინინგისა და პისიარტესტირების სისტემატურად ჩატარება, დასაქმებულთა პირადი დაცვის საშუალებებით, დეზობარიერებით აღჭურვა თუ სხვა ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩიქოვანის თქმით, იმაში, რომ საწარმოო პროცესი არ ფერხდება, დიდი წვლილი მიუძღვის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც კარგად აცნობიერებენ შექმნილი სიტუაციის სირთულეს. როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდვითარებისა და მათი რამდენიმე თანამშრომლის ინფიცირების მიუხედავად, კომპანია გაჩერებას არ გეგმავს და ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ამგვარი ოპტიმიზმის მიუხედავად, ჩიქოვანი არ გამორიცხავს, რომ როგორც მთელ საქართველოში, ისე ჯორჯიან მანგანეზში თანამშრომელთა ინფიცირების ახალ შემთხვევებს მაინც ჰქონდეს ადგილი, თუმცა, როგორც ის ამბობს, ამისთვისაც კომპანია მზად არის.


„მზად ვართ, უზრუნველვყოთ ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა. ამისათვის დამატებით ტესტირებებს სისტემატურად ვატარებთ. იზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს გაცდენილი დღეებიც უნაზღაურდებათ და შვებულებაც, თუ ამის საჭიროება არსებობს. აქტიურად ვთანამშრომლობთ პროფკავშირებთანაც. ვფიქრობ, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას ჩვენ გაცილებით მომზადებულები დავხვდით. გვაქვს მზაობა და შესაძლებლობაც, მაქსიმალურად ავირიდოთ ის რისკები, რაც საწარმოო პროცესს შეაჩერებს და უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ ეკონომიკას“, - აცხადებს ჩიქოვანი.


მისი თქმით, კომპანიამ სწრაფი ტესტებიც შეიძინა, რაც საწარმოო პროცესს უფრო დაცულსა და უსაფრთხოს ხდის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up