ნიკოლოზ სამხარაძე: ისლანდია მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს NATO-ში სრულფასოვან წევრობას

ნიკოლოზ სამხარაძე: ისლანდია მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს NATO-ში სრულფასოვან წევრობას

access_time2022-05-04 00:00:00

ისლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრები გამართა ისლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბიარნი იონსონთან და კომიტეტის წევრებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


„ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და საპარლამენტო კავშირების მნიშვნელობას.


მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესია და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რაც რეგიონული უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს.


ისლანდიელმა კანონმდებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში გაწევრიანების მიმართ მრავალპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურეს.


ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ივნისში დაგეგმილ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის ისლანდიის მიერ აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ შეხვედრა აგრეთვე გამართა ისლანდიის პრომოციის სამსახურის ხელმძღვანელთან - პეტურ ოსკარსონთან.



მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები ტურიზმის, კულტურის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ კუთხით არსებობს თანამშრომლობის გაძლიერების დიდი პოტენციალი და შეთანხმდნენ, რომ შესაბამისი სამსახურები ამ საკითხებზე მუშაობას დაიწყებენ.


ნიკოლოზ სამხარაძემ ისლანდიურ მხარეს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრისას, საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და ისლანდიას შორის სატრანზიტო საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა ისლანდიის უნივერსიტეტში და მსმენელებს გააცნო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში არსებული გამოწვევები, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და მასთან დაკავშირებული მოლოდინები.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოების განსამტკიცებლად.


ღონისძიებას ისლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იგი გაშუქდა ისლანდიის წამყვანი მედია საშუალებების მიერ.


ვიზიტის ბოლოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და ისლანდიის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up