ნიკოლოზ ყაველაშვილი: ევროპას რუსულ გაზზე უარის თქმა უჭირს

ნიკოლოზ ყაველაშვილი: ევროპას რუსულ გაზზე უარის თქმა უჭირს

access_time2022-04-26 22:25:27

რამდენად რეალისტურია იმაზე საუბარი,  რომ ევროკავშირმა რუსული გაზი სრულიად აკრძალოს და რა იქნებოდა უფრო ეფექტური ბერკეტი  საომარი მოქმედებების  გაგრძელების პირობებში რუსეთზე ზეწოლისთვის, ამის  შესახებ  რადიო “კომერსანტის” ეთერში გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში “ბიზნეს ინსაიდერი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრმა, პროფესორმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა ისაუბრა. 



მისი თქმით, ევროპას რუსულ გაზზე უარის თქმა უჭირს, რადგან ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ რიგი ქვეყნები რუსულ ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.  



“რაც შეხება ეკონომიკურ  ბერკეტებს  რუსულ  გაზზე  ევროპას  უჭირს  უარის  თქმა, იმიტომ რომ მაგალითად გერმანიამ რუსული გაზის ყიდვა რომ შეწყვიტოს, მას პრობლემები შეექმნება. არა მარტო ის, რომ მოსახლეობა გათბობის გარეშე დარჩება, არამედ წარმოების დიდი ნაწილიც გაჩერდება, რადგან გერმანიამ ისე გააკეთა ყველაფერი, რომ ის რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.



ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე, ნაწილისთვის უარის თქმა უფრო მარტივია. იგივე  უნგრეთი,  გერმანია და  ა.შ. ასე  მარტივად ვერ შეწყვეტს რუსული გაზის ყიდვას.შეიძლება ეს სხვა მოსაზრებებით, მაგალითად მორალური თვალსაზრისით კარგია, მაგრამ ეკონომიკურ  და  სახელმწიფო  დონეზე ძნელია, მითუმეტეს, როცა  დემოკრატიული ქვეყანა  ხარ ,ასე ვერ  შეუწყვეტ  შენ მოსახლეობას გაზს და მათში პროტესტს ვერ გამოიწვევ. მაგრამ  როგორც  ჩანს ამაზე მუშაობენ, თუმცა  ამას დრო სჭირდება, ამიტომ დათქვეს, რომ ნავთობზე  თვის  ბოლოსკენ იტყვიან უარს  გაზზე  უფრო  დიდი დრო  დასჭირდებათ.



სხვადასხვა  ქვეყანას  სხვადასხვა დრო  სჭირდება მაგალითად  საფრანგეთისთვის, ინგლისისთვის, აშშ-სთვის  რუსულ გაზზე უარის თქმა ადვილია , მაგრამ  გერმანიისთვის  და  უნგრეთისთვის  კიდევ  უფრო  რთულია“, -  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.



კითხვაზე  ხდება  თუ  არა  რუსეთის  ევროპისთვის  საშიში   და მიუღებელი ეკონომიკური  პარტნიორი ყაველაშვილი პასუხობს, რომ რუსეთი ევროპისთვის  ფაქტობრივად  იყო  ბენზინგასამართი სადგური და  რუსეთი რომ ნორმალური  ქვეყანა  იყოს  ან  გახდეს,  ძალიან  ადვილია ალტერნატიული გზების  ძიების  ნაცვლად გაზის მისგან მიღება. 



ჩემი აზრით, ახლა ყველა  მიხვდა, თუ რა  ფასი აქვს   ასეთ  “ადვილ” გაზს და  უნდათ  თუ  არ  უნდათ ალტერნატიულ გზებს  ეძებენ. რა თქმა უნდა  კარგად  ესმით  რომ  ეს  ეკონომიკური  თავისუფლება  აუცილებელია,  მაგრამ  რამდენად  წარმატებული იქნება და რამდენად სწრაფად მოახერხებენ ამას ვნახავთ”, -  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა. 




წამყვანის კითხვაზე, ჩნდება  თუ  არა საქართველოსთვის  დამატებითი  შესაძლებლობა, რომ  გახდეს ევროკავშირის  ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით  დამხმარე გზა, ყავლაშვილი ამბობს, რომ  საქართველოს  ამ  მხრივ  დიდი პოტენციალი  აქვს.  


“რუსეთი ეს წლები ყველაფერს აკეთებდა  იმისთვის რომ  თურქმენეთი და ყაზახეთი  იძულებული ყოფილიყვნენ, ენერგომატარებლები რუსეთის  გავლით  გაეტარებინათ და ხელს უშლიდა, რომ ენერგო მატარებლები კასპიის ზღვის გავლით წასულიყო და ამას ეკოლოგიური მდგომარეობით ხსნიდა. 



ახლა ბუნებრივია წამოიწევა  საქართველოს  როლი და ეს  უნდა გამოვიყენოთ , თუმცა ამას  დრო  სჭირდება.  აზერბაიჯანს  შეუძლია  ხვალვე  დაიწყოს ჩვენი გავლით ენერგომატარებლების გატარება, მაგრამ  თურქმენეთს და  ყაზახეთს ამაზე გადმოსაწყობად დრო  დასჭირდებათ“, —  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.  







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up