„ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“ და „სპარი“ — ასე გამოიყურება პირველი სამეული FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილის მიხედვით, რომელიც თიბისი კაპიტალმა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის (FMCG) განახლებული მიმოხილვაში გამოაქვეყნა.
მიმოხილვის თანახმად, 2021 წელს სექტორმა 22%-იანი წლიური ზრდა აჩვენა. გასულ წელს FMCG სექტორის შემოსავლებმა 13.9 მილიარდ ლარს მიაღწია.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
2021 წლის მონაცემებით, FMCG სექტორის ორგანიზებული ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით შემდეგია:
„ნიკორა“ – ბაზრის 17.9%;
„ორი ნაბიჯი“ – 15.9%
„სპარი“ – 15.8%;
„კარფური“ – 15.0%;
„მაგნიტი“ – 12.6%;
„გუდვილი“ – 4.5%;
„აგროჰაბი“ – 4.1%;
სხვა – 14.3%.